1. რაციონალური კვება
იაპონურ სუფრაზე ჩვეულებრივ დევს ზღვის პროდუქტები, თევზი, ბრინჯი, მწვანილი და ბალახეულობა. მათი კერძები ნაკლებკალორიული პროდუქტებისგან მზადდება, თუმცა გაჯერებულია ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. იაპონელები კერძის მომზადებისას უმეტესწილად აქცენტს ბროკოლსა და კომბოსტოზე აკეთებენ.
2. ადვილად მოსამზადებელი და მარტივად ასათვისებელი კერძი
იაპონური სამზარეულო ცნობილია თავისი სიმარტივით ანუ კერძების მომზადებისთვის იაპონელებს დიდი დრო არ სჭირდებათ. ამასთანავე იაპონურ საკვებს ორგანიზმი ადვილად გადაამუშავებს, ითვისებს და ცხიმის სახით
3. იაპონური ტრადიციის მიხედვით, მაგიდაზე პატარა ზომის ჭურჭელი დევს
იაპონელებში კარგ ტონად ითვლება მცირე პორციის მირთმევა, სწორედ ამიტომ ისინი მაგიდას პატარა ჭურჭელით აწყობენ.
4. არ აქვთ პური
იაპონელები პურის მაგივრად ბრინჯს ჭამენ. ბრინჯი პურისგან განსხვავებით დაბალკალორიული პროდუქტია.
5. არ მიირთმევენ დესერტს
რა თქმა უნდა, იაპონელები ტკბილეულს ამზადებენ, მაგრამ მათ კულტურაში სადილ-ვახშმის შემდეგ დესერტის მირთმევა აუცილებელი არ არის.
რადა მახარაძე