14 იანვარი, 2016
სოფი ლორენის სახის ნიღაბი - როგორ შეინარჩუნოთ მარადიული სილამაზე
ლეგენდარული სოფი ლორენი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქალის სილამაზის ძირითადი პირობაა - კარგი მაკარონი, ჯანსაღი ძილი და საყვარელი მამაკაცი გვერდით. მსახიობი რადიკალური კოსმეტოლოგიის მიმდევარი არასდროს ყოფილა და უპირატესობას ნატურალურ საშუალებებს ანიჭებს. ის ყოველდღიურად ზეითუნის ზეთს იზელს სახესა და სხეულზე, ასევე იყენებს გამაახალგაზრდავებელ კრემს.

გთავაზობთ სოფი ლორენის კრემის რეცეპტს:

დაგჭირდებათ ჟელატინი, რძე ან ნაღები, თაფლი და თეთრი, მშრალი ღვინო.

1 ჩაის კოვზი ჟელატინი 100 მლ რძეში გახსენით. კარგად აურიეთ, ხოლო იმისთვის, რომ ჟელატინი უკეთ გაიხსნას, რძე
შეათბეთ. ნარები 6 საათს მაცივარში გააჩერეთ.

დროის გასვლის შემდეგ, ჟელატინიან რძეს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. შემდეგ თაფლი და თეთრი ღვინო. ერთგვაროვანი მასის მისაღებად კარგად აურიეთ.
ნიღაბი კვირაში ორჯერ, გასუფთავებულ კანზე წაისვით.

პროცედურა 30 წუთს გრძელდება . კურსი - 2 თვეს, რის შემდეგაც 30 დღიანი შესვენება მოგიწევთ.

ნიღაბი ძალიან ეფექტურია, რამდენადაც ძალიან სასარგებლო, მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. შესანიშნავად კვებავს და აახალგაზრდავებს კანს. აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულების შემდეგ პატარ-პატარა ნაოჭები სრულიად ქრება.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, რძე კეფირით ჩაანაცვლეთ, ზეითუნის ზეთის ნაცვლად კი ტყის თხილის რძე გამოიყენეთ.

ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ გაიკეთეთ ცაცხვის(თუ მშრალი კანი გაქვთ) ან აბზინდას(თუ ცხიმიანი კანი გაქვთ) ნაყენის კომპრესები.

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ - სუფრის კოვზი გამხმარი ბალახი და 250 მლ წყალი. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლზე 2-3 წუთს გააჩერეთ. შემდეგ კი გააგრილეთ. გაფილტრეთ და შეინახეთ მაცივარში.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
mari
სოფი ლორენი _ ეს ქალბატონი მსოფლიოში ულამაზესი ქალია. მჯერა დიორისა და შანელის კოსმეტიკის მომხმარებელია. ერთიც უნდა დავამატო, მის სილამაზეს ბუნებამაც ძალიან შეუწყო ხელი
17:49 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
@
გინდათ ახლა, რომ დაგვარწმუნოთ _ სოფის სილამაზე ამ ნიღბის დამსახურებაა?! რას მეუბნებით, თურმე კრისტიან დიორისა და შანელის კოსმეტიკას ზედ არ უყურებს და ამითია ლამაზი? კი ბატონო, ვისაც გჯერათ, წაისვით ეგ ნიღაბი და დაელოდეთ, როდის დაემსგავსებით ამ კინოვარსკვლავს.
15:45 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS