12 იანვარი, 2016
მუხის ქერქის გამოყენების უძველესი 3 რეცეპტი - წარმატებით უმკურნალეთ ანგინას და კბილის ტკივილს სახლის პირობებში
სახალხო მედიცინის მიხედვით, მუხის ქერქს ანგინის მკურნალობა და კბილის ტკივილის გაქრობა შეუძლია. რაც მთავარია, ის ებრძვის ანგინის გამომწვევ კოკებსა და ზედაპირულად არ აქრობს დისკომფორტს. მუხის ქერქს ანტისეპტიკური დანიშნულებაც აქვს. ასევე იგი არაჩვეულებრივი შემკვრელია, ამიტომ გამოიყენება ფაღარათის დროს. მუხის ქერქი კურნავს სტომატიტსაც.

გამოყენების პირველი ხერხი:
დაჭერით მუხის ქერქი და ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში. დაიდეთ მოხარშული ნაჭრები სტომატიტზე ან დაღეჭეთ ანგინის დროს.

გამოყენების მეორე ხერხი:
20გრ. ქერქი ჩაყარეთ 200გრ მდუღარე წყალში და მოურიეთ. დაელოდეთ გაგრილებას და
გამოივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ. ამ გზით კბილის ტკივილს თავიდან მოიშორებთ.

გამოყენების მესამე ხერხი:
თუ ფეხები ძალიან გტკივათ გაიკეთეთ მუხის ქერქის აბაზანა. 5 სუფრის კოვზი მუხის ქერქის წვენი გააზავეთ ერთ ლიტრა წყალში და ჩააწყვეთ მასში ფეხები. მომენტალურად შვებას იგრძნობთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS