12 იანვარი, 2016
5 ფაქტი, რომელიც თეთრი ჩაის შესახებ არ იცოდით - იმუნიტეტის საუკეთესო მეგობარი და ანთების მტერი
თეთრ ჩაის „იმპერატორის სასმელს" უწოდებენ. ჩაის სახეობებს შორის თეთრი ჩაი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებულია. მისი არომატი და გემო მართლაც მომაჯადოებელია. გავსინჯე თუ არა, გადავწყვიტე მასზე ინფორმაცია მომეძიებინა და თქვენთვის საინტერესო სტატია შემომეთავაზებინა.

1. ჩაის ისტორია
დღეს თეთრი ჩაი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ძველად მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შეეძლოთ მისი დაგემოვნება. თეთრ ჩაის სხვა ზედმეტსახელებიც ჰქონდა: „მარგალიტი" და „უკვდავების ელექსირი." თეთრი ჩაი ჩინეთის ერთადერთ ნაწილში, ფუძიამას ძირას მოიპოვებოდა. მისი სხვა არეალებში გავრცელება მკაცრად იყო აკრძალული.

2.
ჩაის მოპოვება
თეთრი ჩაის დაკრეფა შეიძლება დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. დროის სხვა მონაკვეთში დაკრეფის შემთხვევაში მას ეკარგება გემო და სურნელი. ჩაის დაკრეფამდე ადამიანმა კარგად უნდა დაიბანოს ხელები და გაისუფთაოს პირის ღრუ. აზიელები ფიქრობენ, რომ არაჯანსაღ ამოსუნთქულ ჰაერს ჩაის ბუჩქის გაფუჭება შეუძლია.

3. უებარი მკურნალი
თეთრი ჩაი კურნავს სახსრების დაავადებებს, გამოიყენება ართრიტის პრევენციისთვის და ნებისმიერი ანთების ჩასაქრობად. ჩინეთში მას ორგანიზმის გასაწმენდად იყენებენ. თუ ადამიანი მოიწამლება დღეში მაქსიმალურად ბევრ თეთრ ჩაის სვამს. „უკვდავების ელექსირი" ნაბახუსევზეც დაგეხმარებათ. ის ალკოჰოლს ადვილად გამოდევნის ორგანიზმიდან. ჩაის ეს სახეობა აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს, გიცავთ ვირუსებისგან და სხვადასხვა დაავადებისგან.

4. შემადგენლობა
„მარგალიტი" შედგება ქლოროფილისგან, ტანინებისგან (რომელიც ანტიანთებითი ნივთიერებაა), კატეხინებისგან (ძლიერი ანტიოქსიდანტი), ვიტამინებისგან A,B და C; ასევე მინერალებისგან: ფტორი, რკინა, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი.

5. მომზადების წესი
„იმპერატორის ჩაის" მომზადება ჩვეულებრივი ჩაის დაყენების წესისგან განსხვავდება. პირველ რიგში, ჩაიდანში 2-ჯერ მეტი ჩაი ჩაყარეთ ვიდრე ჩვეულებრივ. დაასხით 70% წყალი. გააჩერეთ დავდახურულ მდგომარეობაში 1-5 წუთი. რაც უფრო ახალგაზრდა ფოთლებისგანაა დამზადებული თეთრი ჩაი, მით უფრო მცირე დრო სჭირდება არომატისა და გემოს გამოსავლენად.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიკოლოზი
უკვე სამოც წელს გადავცდი,სოფელში დაბადებული ვარ და ჩაიც ბევრი მიკრეფია,მაგრამ ჩემდასამწუხაროდ თეთრი ჩაის შესახებ პირველად გავიგე,თუ შეიძლება გაგვაგებინეთ ,რომელი ბუჩქი ან ხე ისხამს დუყს,ფოთოლს,ყლორტს და სად მოვიძიოთ.
00:11 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS