09 იანვარი, 2016
ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების 3 გზა - გამოცდილი და უსაფრთხო ხერხები ექიმისგან
სულ ერთია სისხლი მოულოდნელად წაგსკდებათ თუ ცხვირში ხელს გაგარტყამენ, უმალ გიჩნდებათ აზრი, რომ თავი უკან გადაწიოთ. ალბათ ბავშვობაში უფროსები სწორედ ასე გიჩერებდნენ სისხლდენას. სინამდვილეში თავის უკან გადაწევა საშიშია. ამ დროს სისხლი კუჭში იღვრება და შეიძლება ფილტვებშიც მოხვდეს. გაინტერესებთ როგორ უნდა მოიქცეთ?

1. კარგად მოიხოცეთ ცხვირი.
ხანდახან ცხვირში პატარა სისხლ-ძარღვები სკდება, სისხლი ცხვირის ლორწოვანში ერევა და კოლტს წარმოშობა უჭირს. კოლტი საჭიროა „ჭრილობის" შესახორცებლად. ის თავღია კაპილარისთვის საიმედო საცობია. ცხვირის მოხოცვის შემდეგ გამოიდევნება ლორწო და კაპილარს შეხორცების საშუალება
ეძლევა.

2. დაიდეთ ცივი ტილო წარბებს შორის
თუ სისხლდენა ძალიან ძლიერი არ არის ცივ წყალში დაასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და წარბებშორის დაიდეთ, ისე რომ შუბლის ქვედა ნაწილი და ცხვირი გაცივდეს. სიცივე კაპილარებს შეავიწროვებს და სისხლდენაც შეწყდება.

3. მარილიანი წყალი და ბამბა
თუ ძლიერი სისხლდენა გაქვთ ნახევარ ჭიქა წყალში ნახევარი ჩ.კ სუფრის მარილი გააზავეთ, ჩააწეთ ბამბის ტამპონი და რაც შეიძლება ღრმად შეიდეთ ცხვირში. ტამპონი უნდა იყოს დიდი, რომ ნესტოში გაეჭედოს.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS