08 იანვარი, 2016
სიცოცხლის გახანგრძლივების 4 მარტივი და სასიამოვნო ხერხი
ექიმები ყველას გვირჩევენ, რომ არ მივირთვათ ცხარე, მჟავე და ცხიმიანი კერძები. არ მოვწიოთ თამბაქო, დავიცვათ ძილის რეჟიმი და ა. შ.

ყველას გვექმნება შთაბეჭდილება, რომ თუ დიდხანს სიცოცხლე გვინდა, საკუთარ თავს ძალიან ბევრი აკრძალვა უნდა დავუწესოთ. ამ სტატიაში გთავაზობთ სიცოცხლის გახანგრძლივების 4 მარტივ და სასიამოვნო ხერხს:

1. დაკავდით სექსით
რეგულარული სექსი ადამიანის სიცოცხლეს მინიმუმ 2 წლით ახანგრძლივებს.

2. დალიეთ ღვინო
ღვინო შეიცავს პოლიფენოლს. ეს ნივთიერება არეგულირებს მეტაბოლიზმს. დღეში ნახევარი ჭიქა ღვინო სიცოცხლის 4 დამატებით წელიწადს გაჩუქებთ.

3. ითამაშეთ გოლფი
თუ გამოცდილი გოლფის მოთამაშე ხართ გეცოდინებათ, რომ თამაშისას საშუალოდ 6 კილომეტრს გადიხართ ფეხით, ხოლო მათ, ვისაც გოლფი ჯერ არ უთამაშია, ექიმები სპორტით დაკავებას ურჩევენ. ეს თამაში 7 წლით გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.

4. იცინეთ

ჯანსაღი სიცილი ორგანიზმში კორტიზონის დონეს ამცირებს. კორტიზონი სტრესის ჰორმონია, რომლის ჭარბი გამოყოფის შემთხვევაში ადამინი თვითმკვლელობამდეც კი შეიძლება მივიდეს. სიცილით 8 წლის სიცოცხლე გემატებათ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS