08 იანვარი, 2016
5 ნაბიჯი, რომელსაც ინსულტამდე მიჰყავხართ - შეწყვიტეთ ორგანიზმის უმიზეზოდ დასჯა
ინსულტით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან, ვიდრე ქალები. ინსულტის დროს ტვინის ნაწილი კვდება. ინსულტი ორგვარია: ტვინის ინფარქტი და სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გთავაზობთ 5 ნაბიჯს, რომელსაც ტვინში სისხლის მიმოქცევის დისფუნქციამდე მიჰყავხართ:

1. სიგარეტს ეწევით
თინეიჯერების დიდი ნაწილი სიგარეტის მოწევას ძირითადად 3 მიზეზით იწყებს:
ა. მოდაშია ბ. ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გაიზარდნენ გ. მისი მეგობრები ეწევიან.
რომელი მიზეზითაც არ უნდა დაიწყოთ მოწევა, ზრდასრულობის ასაკში სიგარეტზე დამოკიდებული ხდებით. თამბაქო გიფუჭებთ კბილებს, გიზიანებთ სასუნთქ სისტემას, აწვრილებს სისხლ-ძარღვებს, აზიანებს გულს და
იწვევს ინსულტს.

2. ბევრ მარილს მიირთმევთ
ჯანმრთელ ორგანიზმს შეუძლლია დღეში 5 გრ მარილს მოერიოს, მაგრამ თუ ნორმას 2-3გრ-ით მაინც გადააჭარბებთ, დაგისუსტდებათ ძვლები, ნაადრევად დაგიბერდებათ კანი, აგიწევთ წნევა, შეგაწუხებთ გული და სისხლ-ძარღვები, დაგემართებათ ინსულტი.

3. არ სვამთ წითელ ღვინოს
წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერებას სახელად ''პოლიფელონი." ის იმუნიტეტს აძლიერებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას. თუ წითელ ღვინოს არასდროს მიირთმევთ ინსულტის საფრთხის წინაშე ხდგახართ.

4. ხშირად ჩხუბობთ
თუ დაძაბულ სიტუაციებს ხშირად ქმნით, ადამიანებთან მუდმივად კონფლიქტში შედიხართ, წვრილმანებზე ფეთქდებით და საკუთარი თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ, ახალგაზრდობაშიც კი შეიძლება ინსულტი დაგეხმაროთ. მიიღეთ დამამშვიდებლები, ისეირნეთ ბუნებაში, მოუსმინეთ კლასიკას, კარგად გამოიძინეთ და არ იდიეტოთ. გარესამყაროსთან ჰარმონია იპოვეთ.

5. არ სვამთ ნატურალურ წვენებს

ნატურალურ წვენებში ვიტამინი C დიდი დოზით შედის. ეს ვიტამინი ინსულტისგან გიცავთ.

რადა მხარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS