08 იანვარი, 2016
ის, რაც კივზე არ იცოდით - კოსმეტოლოგიური დანიშნულება, კანის სხვადასხვა პრობლემების მკურნალი
კივის სახის ნიღაბს უამრავი დადებითი და განსაკუთრებული თვისება აქვს. ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. კვებავს და აჯანსაღებს მას.

კივი ერთ-ერთი რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობით. როგორც ცნობილია С ვიტამინი ყველაზე აქტიურად ეხმარება სხეულს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და გარეგნული მიმზიდველობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, კივის დახმარებით სახის კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, სიმკვრივეს და სიხასხასეს.

კივის მკვებავი ნიღაბი:

ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ კარგად დამწიფებული ბანანის ნახევარი და საშუალო ზომის კივი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი. ნარევი გადაინაწილეთ სახეზე, მოარიდეთ
თვალებსა და პირს. გაიჩერეთ 10-15 წუთს, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ, წაისვათ ცოტაოდენი დამატენიანებელი ლოსიონი.

აღმდგენი ნიღაბი:

ნარევისთვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი მწვანე თიხა (იშოვით აფთიაქში), 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 მწიფე კივი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და ერთგვაროვან მასად აქციეთ. ნარევი სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. როგორც ყველა შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

დამატენიანებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:

კარგად მწიფე კივის ნახევარს დაუატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა, გასუფთავებულ კანზე წაისვით და საათის მეოთხედის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მათეთრებელი ნიღაბი-სკრაბი კივისგან:

1 გაფცქვნილი კივი ჩანგლით დასრისეთ 1 ჩაის კოვზ საკვებ ყაყაჩოს თესლთან ერთად. მასას დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ნაზად, წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ მიღებული მასა სახის კანზე და მსუბუქად შეიზილეთ 1-2 წუთს. გაიჩერეთ 5-7 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დასასრულს კვლავ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS