კივი ერთ-ერთი რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობით. როგორც ცნობილია С ვიტამინი ყველაზე აქტიურად ეხმარება სხეულს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და გარეგნული მიმზიდველობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, კივის დახმარებით სახის კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, სიმკვრივეს და სიხასხასეს.
კივის მკვებავი ნიღაბი:
ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ კარგად დამწიფებული ბანანის ნახევარი და საშუალო ზომის კივი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი. ნარევი გადაინაწილეთ სახეზე, მოარიდეთ
აღმდგენი ნიღაბი:
ნარევისთვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი მწვანე თიხა (იშოვით აფთიაქში), 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 მწიფე კივი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და ერთგვაროვან მასად აქციეთ. ნარევი სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. როგორც ყველა შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი კრემი.
დამატენიანებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:
კარგად მწიფე კივის ნახევარს დაუატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა, გასუფთავებულ კანზე წაისვით და საათის მეოთხედის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ.
მათეთრებელი ნიღაბი-სკრაბი კივისგან:
1 გაფცქვნილი კივი ჩანგლით დასრისეთ 1 ჩაის კოვზ საკვებ ყაყაჩოს თესლთან ერთად. მასას დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ნაზად, წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ მიღებული მასა სახის კანზე და მსუბუქად შეიზილეთ 1-2 წუთს. გაიჩერეთ 5-7 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დასასრულს კვლავ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
პენი ლეინი