ფეისბუქმომხმარებელი ნინო სტურუა, წერს, რომ გახდომის ეფექტურ მეთოდს მიაგნო.
''სუპერ დიეტა ვიპოვე!
- 10 კგ 10 დღეში!
მთელი დღე ჭამ მხოლოდ ხიზილალას და ბევრს მოძრაობ ფეხით!
არ ჩამქოლოთ სსრკ-ს დროინდელი დიეტაა, აი ხიზილალა 2 კაპიკი რომ ღირდა დაახლოებით მაგ პერიოდის, ისე, ახლაც გაამართლებს ეგ დიეტა''! წერს ნინო.
სტატუსის წაკითხვის შემდეგ კონსულტაცია გავიარეთ ''ოჯახის მკურნალის'' რედაქტორ თამარ მამაცაშვილთან, რომელმაც გვირჩია, რომ თუ ამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, არჩევანი შავ ხიზილალაზე გააკეთოთ, და დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხე მიიღოთ.