საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე ყველას გვიწევს მეგობრებთან, ნათესავებთან თუ ახლობლებთან სტუმრობა, სადაც მსუყე სუფრა გვხვდება. ამ დროს გიჭირთ გემრიელობებზე უარის თქმა, თან ფორმის და კარგი თვითშეგრძნების შენარჩუნება გსურთ.
დიეტოლოგი ლოლიტა ნეიმანე გირჩევთ, თავი არ შეიკავოთ საშობაო სუფრისგან - " ეს დღესასწაული ხომ სწორედ იმისთვისაა, რომ თავს ცოტა უფრო მეტის უფლება მისცე, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. მაგრამ დღესასწაულის დასრულებისთანავე, ნუ გადადებთ და მაშინვე გააკეთეთ
იმისთვის, რომ კვების შემდეგ დისკომფორტი არ იგრძნოთ, ეცადეთ მცირე ულუფებით მიირთვართ - განსაკუთრებით მაშინ, თუ კერძების დიდი არჩევანია და დასაგებოვნებელი ბევრია. ამ დროს ოქროს შუალედის დაჭერა ყველას, რა თქმა უნდა, არ გამოსდის, თუმცა აუცილებელია გახსოვდეთ, რომ დღესასწაული სასიხარულოა. ამიტომ მნიშვნელოვანია არამარტო გემრიელობებით ამოივსოთ კუჭი, არამედ დატკბეთ გარემოთი.
ყურადღება გადაიტანეთ და თვალი შეავლეთ ლამაზად გაფორმებულ სუფრას, აუჩქარებლად დააგემოვნეთ ყველა კერძი, შეიგრძენით განუმეორებელი არომატი. ჭამისას ძალიან სასარგებლოა, თუ დიდ შესვენებებს გააკეთებთ.
იქნებ უმჯობესია, თუ ერთად გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე - შობის ღამე ხომ განსაკუთრებული დღესასწაულია.
დღესასწაულის დასრულებიდან მომდევო დღეს შეისვენეთ, ნურაფერს მიიღებთ, გარდა ბევრი სითხისა. კარგია ადგილობრივი ჩაი, მინერალური წყალი, მაგალითად ბორჯომი.
ბიკარბონატის შემცველი ნებისმიერი მინერალური წყალი არაჩვეულებრივი დამხმარეა, მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას. ამიტომ აუცილებლად დალიეთ ამგვარ დღესასწაულებზე - ჭიქა მინერალური წყალი ჭამამდე ერთი საათით ადრე და ჭამიდან ორი საათის შემდეგ კვლავ ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
თუ იგრძნობთ, რომ კუჭის გაწმენდა მხოლოდ სითხის დახმარებით ნამდვილი ტანჯვაა, მიირთვით რაიმე, მაგრამ რაც შეიძლება მსუბუქი - წვნიანის პიურე, ბოსტნეულის პიურე, მწვანე სალათი, უცხიმო ხაჭო, კეფირი და ა.შ.
პენი ლეინი