1. ყოველი კერძის მირთმევამდე ერთი ჭიქა წყალი დალიეთ
ხანდახან კუჭს წყალი სჭირდება, ჩვენ კი საკვებს ვაწვდით. შიმშილის დროს ერთი ჭიქა წყალი დალიეთ და 15 წუთი დაელოდეთ. თუ მაინც გენდომებათ საკვების მიღება, მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით. საუზმის/ლანჩის/სადილის/ვახშმის წინ წყლის დალევა აავსებს კუჭს და მთლიან ულუფას ვეღარ მიირთმევთ.
2. გადაერთეთ გამომშრალ საკვებზე
ჩვეულებრივი პური გამომშრალი პურით, ე.წ.„სუხარით" ჩაანაცვლეთ, ხილი
3. შეამცირეთ პორცია
შეიძინეთ მცირე ზომის თეფშები. სტუმრად ყოფნისას გადმოიღეთ ჩვეულებრივი ულუფის ნახევარი. ამ გზით შეამცირებთ მიღებული კალორიების რაოდენობას და თან დააგემოვნებთ საყვარელ კერძს. არ გადმოიღოთ ერთი და იგივე კერძი ორჯერ.
4. დაიძინეთ ადრე
ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, გაცილებით უფრო მეტს ჭამენ ვიდრე სხვები. ღამით მიღებულ საკვებს ორგანიზმი ვერ ამუშავებს, კალორიებს კი ვერ წვავს, სწორედ ამიტომ წონაში იმატებთ. ადრე დაძინების შემთხვევაში შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ.
5. შეიძინეთ ერთი ზომით პატარა სამოსი
შეიძინეთ ერთი ზომით პატარა სამოსი და ხშირად სცადეთ მისი ჩაცმა. მჭიდრო ტანსაცმელი ყოველთვის გაგახსენებთ, რომ რამდენიმე კილოგრამი უნდა დაიკლოთ.
6. ჭამის შემდეგ დაღაჭეთ საღეჭი რეზინა
ჭამის შემდეგ მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში დაღეჭეთ საღეჭი რეზინა. ის კუჭის წვენის გამომუშავებაში დაგეხმარებათ და საჭმელს მოგანელებინებთ.
7. იმოძრავეთ
ეცადეთ, რომ დღეში 1000 კალორია მაინც დაწვათ. რაშიც დაგეხმარებათ: 20 წუთით ფეხით სიარული, სახლის დალაგება 30 წუთით, ოთახის მცენარეებზე ზრუნვა 20 წუთი და რეცხვა 20 წუთით.
რადა მახარაძე