1. დღეში სამჯერ მიიღეთ ფერმენტი
კვების დროს, დღეში სამჯერ მიიღეთ ფერმენტი, რომელიც საკვების გადამუშავებაში დაგეხმარებათ. მაგალითად „მეზიმ ფორტე."
2. ხორცეული დღის პირველ ნახევარში მიირთვით
მოერიდეთ ხორცეულის 7 საათის შემდეგ მიღებას. ხორცით დამზადებული კერძი შუადღით
3. უზმოზე დალიეთ ცივი წყალი
დილას საკვების მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ ცივი წყალი. ის ნაწლავებს გაწმინდავს. კუჭ-ნაწლავი საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლდება და გაზებიც აღარ შეგაწუხებთ.
4. არ მიირთვათ გადამლაშებული კერძი
საახაწლო სუფრაზე, რა თქმა უნდა, იდება მლაშე, მჟავე და ცხარე კერძები. მიირთვით ზომიერად დამარილებული საკვები. მარილი სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, გულს ორმაგი სისწრაფით ამუშავებს და უსიამოვნო შეგრძნებებს გიჩენთ, შეიძლება, გამოწვიოს გაზები ან უხერხული ხმები
მუცლის არეში.
5. ბანანი თქვენი საუკეთესო მეგობარია!
საუზმედ ბანანი მიირთვით. ის კალიუმითაა გაჯერებული. ექიმები გვარწმუნებენ, რომ ბანანი წყლის შეკავებას უშლის ხელს და სითხეს ორგანიზმის გაწმენდაში ეხმარება.
რადა მახარაძე