1. თირკმელების მკურნალი
ექიმები თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებს ძახველით მკურნალობენ. ძახველი გიცავთ კენჭების დაგროვებისგან, ამჯობესებს თირკმელების მუშაობას, წმინდავს შარდსადინარებს, კვებავს გულს.
2. ქსოვილების ამღდგენი
ძახველის ანტისეპტიკური და შემკვრელი უნარი ჭრილობების
ამ ეფექტის მისაღებად დალიეთ: 1 ს. კ ძახველის წვენი ჩაასხით ერთ ჭიქა მდუღარე წყალში და გაციებას 1-2 საათი დაელოდეთ. დალიეთ დღეში ორჯერ.
3. სასუნთქი სისტემის მცველი
თუ ასთმა გაწუხებთ, გამოწურეთ ძახველი და ნახევარი ჭიქა მიიღეთ დღეში სამჯერ. პრევენციისთვის დღეში ერთი ჭიქაც საკმარისია. ძახველი სასუნთქ სისტემას გაგიძლიერებთ, ჩააქრობს ანთებით კერას და გააქრობს ტკივილს გულის არეში.
4. გასტრიტის მკურნალობის საშუალება
1 ს.კ ძახველის ყვავილის წვენი გაურიეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში 2-3 წუთი და დღეში 3 ჯერ ერთი სუფრის კოვზი მიიღეთ. გასტრიტის პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
5. დიათეზის დამარცხებს გზა
დიათეზი უმეტესწილად ბავშვებში წარმოიქმნება, მისი სიმპტომებია: ქუთუთოების სიწითლე, ტკივილი მუცლის არეში, ხრინწიანი ხველა და ხშირი გამონაყარი მთელ სხეულზე, პირველ რიგში სახეზე. დიათეზი სხვა დაავაადებების წამახალისებელი შეიძლება გახდეს, სწორედ ამიტომ დროულად უნდა იმკურნალოთ. დიათეზის პრევენციისთვის მიიღეთ ძახველი. მკურნალოიბისთვის კი დაამზადეთ შემდეგი წამალი:
დაჭერით ძახველი ღეროებთან ერთად და ჩაყარეთ ქვაბში, ისე რომ ¾ დაიკავოს. დაასხით მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე შედგით 3-4 საათით. ამის შემდეგ შეინახეთ ცივ ადგილას. დილას მიიღეთ 1ს.კ ჭამამდე 2 საათით ადრე. შუადღეს ჭამიდან 2 საათის შემდეგ, ხოლო საღამოს ვახშმიდან ერთი საათის შუალედით.
რადა მახარაძე