28 დეკემბერი, 2015
მუდმივი წყურვილის 5 მიზეზი
თუ შენიშნეთ, რომ ხშირად გწყურდებათ და მიზეზითაც დაინტერესდით, გაეცანით სტატიას, რომელშიც მუდმივი წყურვილის 5 მიზეზს გთავაზობთ:

1. დიაბეტი
დიაბეტი დეჰიდრატაციის (გაუწყლოვანების) რისკს ზრდის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დიაბეტის დიაგნოზი ჯერ დასმული არ არის. თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია, თირკმელები ორმაგი დატვირთვით მუშაობს და შარდიც უფრო ინტენსიურად გამოიყოფა. ამ გზით ორგანიზმი ზედმეტი გლუკოზს გამოდევნას ცდილობს. შარდის დენის შემდეგ სხეულს წყალი სჭირდება, სწორედ ამიტომ გწყურდებათ. თუ საგრძნობლად დაიკელით წონაში, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი.

2. მენსტრუაცია
მენსტრუაციის დროს ორგანიზმში ესტროგენი
და პროგესტერონი იმატებს. ჰორმონალური დისბალანსი წყლის მოთხოვნილებას გიზრდით. რაც უფრო მტკივნეულია თქვენი ციკლის პერიოდი, მით მეტი სითხე გჭირდებათ. კრიტიკულ დღეებში წყლის ბოთლი მუდამ თან ატარეთ.

3. ანემია
ანემია სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობაა. ანემიის დროს წითელი უჯრედები დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან. ეს პროცესი თქვენში წყურვილის გრძნობას იწვევს. პაციენტების 70%-ს, რომელიც მუდმივ წყურვილს უჩივის, ანემიის დიაგნოზი უდგინდებათ.
why youre always thirsty
4. წნევა
ქრონიკული სტრესი თირკმლისზედა ჯირკვლებს აღიზიანებს და სტრესის ჰორმონის მოჭარბებას იწვევს. სტერსის ფონზე ადამიანს უვითარდება დაბალი წნევა. დაბალი წნევის დროს მძაფრ წყურვილს გრძნობთ. წყალი წნევას არეგულირებს, ვინაიდან ებრძვის დეპრესიას.

5. დიეტა
დაბალკალორიული საკვები, რომელსაც ამავდროულად ცხიმის წვის უნარი აქვს და წონის დაკლებაში გეხმარებათ, შარდისბუშტის მოქმედებას გიაქტიურებთ. სითხის დაკარგვა წყურვილს იწვევს, ამიტომ ნუ მიეძალებით მხოლოდ დიეტურ პროდუქტს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS