28 დეკემბერი, 2015
4 პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა მიირთვათ გაციებისას
1. შაქრის შემცველი სასმელები
შაქრის შემცველ სასმელებს (განსაკუთრებით გაზიანს) ანთებითი პროცესების გამოწვევა შეუძლია, ისინი ხელს უწყობს სისხლში თეთრი უჯრედების გამრავლებას და აქვეითებს იმუნიტეტს.

2. რძის პროუქტი
თქვენ ალბათ ბევრი გსმენიათ რძის პრდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ექიმები გაციებისას/ვირუსისას მაწვნის, იოგურტისა და არაჟნის ჭამას არ გირჩევენ. რძის პროდუქტს თქვენი ცხვირის ლორწოს გასქელება შეუძლია, გაგიჭრდებათ მისი გამოდევა და სუნთქვა. ლორწო გახმობის შემთხვევაში გადაიქცევა ე.წ. ფუფხებად, რომლის მოშორების შემდეგ შეიძლება სისხლდენა დაგეწყოთ.

3. ალკოჰოლი
ავადმყოფობის პერიოდში დაივიწყეთ ბარებისა და კლუბების არსებობა.
ალკოჰოლი ვირუსის/გაციების დამარცხებაში ხელს გიშლით, აფერხებს ქიმიურ პროცესებს და აქვეითებს ორგანიზმის (გამაღიზიანებლისადმი) გამძლეობას. ალკოჰოლი თქვენი სხეულიდან წყალს გამოდევნის, მაშინ როცა გაციებისას სითხე ჭარბი რაოდენობით გჭირდებათ.

4. ტოსტები
ტოსტები, ჩვეულებრივ, საუკეთესო საუზმეა, მაგრამ ავადმყოფობისას მოერიდეთ მას. თუ ტოსტს კარაქი უსვია ადვილად გარდაიქმნება შაქრად და დიაბეტის საფრთხის წინაშე გაყენებთ. ჯანმრთელი ორგანიზმი მარტივად უმკლავდება სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, რასაც ვერ ვიტყვით დაუძლურებულ სხეულზე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS