26 დეკემბერი, 2015
4 პროდუქტი, რომელიც თქვენს კბილებს ანადგურებს - ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ
ლამაზი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. სამსახურსა თუ ახალ სანაცნობო წრეში თქვენი ღიმილი ხალხს მომენტალურად დადებითად განაწყობს თქვენდამი. გთავაზობთ 4 პროდუქტს, რომელიც თქვენს კბილებს საფრთხეს უქმნის:

1. თეთრი ღვინო
თეთრი ღვინო კბილის ემალს აზიანებს და კბილს დაუცველს ტოვებს. მოიმატებს თქვენი კბილის მგრძნობელობა ცივი, მჟავე და ტკბილი საკვების მიმართ.
როგორ მოვიქცეთ თუ თეთრი ღვინო გვიყვარს? - თეთრ ღვინოსთან ერთად ბევრი ყველი მიირთვით. ყველი სავსეა კალციუმითა და პროტეინებით. ეს ნივთიერებები ამაგრებს კბილებს. ყველი ანეიტრალებს ღვინის მოქმედებას.

2. ჩირი
მართალია ვაშლისა
და მსხლის ჩირი კბილებისთვის სასარგებლოა, მაგრამ არსებობს გამომშრალი ხილი, რომელიც კბილებს გიზიანებთ. ჩირში შემავალი შაქარი კარიესს იწვევს. შეიძლება ამ შემთხვევაში ჩირი კამფეტებთანაც გავაიგივოთ.

როგორ მოვქცეთ თუ ჩირი გვიყვარს?
ჩირის ჭამისთანავე გაიხეხეთ კბილები და აღარ მიირთვათ ტკბილეული.

3. კოკა - კოლა
კოკა -კოლა და სხვა გაზიანი სასმელები კბილებს შლის. თუმცა აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა არაჩვეულებრივი გამათეთრებელია. ჩაატარეს ექსპერიმენტი, დიდი ხნის გაუსუფთავებელი სააბაზანო და ტუალეტი კოკა-კოლათი გაწმინდეს და გამაოგნებელი ეფექტი მიიღეს. ყველაფერი ბზინავდა!

როგორ მოვიქცეთ თუ კოკა-კოლა გვიყვარს?
კოკა-კოლას დალევის შემდეგ პირში სოდიანი წყალი ან გვირილის ნაყენი გამოივლეთ. ეცადეთ, ეს სასმელი ძალიან იშვიათად დალიოთ. კოკა-კოლა საჭმლის მომნელებელ სისტემასაც აზიანებს.

4. ნატურალური წვენი
ალბათ გაგიკვირდათ, რომ ნატურალურმა წვენმა კბილების პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ. საქმე იმაშია, რომ წვენში შაქრის დიდი რაოდენობა შედის. შაქარი კი, მოგეხსენებათ, პირის ღრუს დაუძინებელი მტერია.

როგორ მოვიქცეთ თუ ნატურალური წვენები გვიყვარს? არავითარ შემთხვევაში წვენის დალევის შემდეგ არ გაიხეხოთ კბილები, ასე უფრო დაიზიანებთ ემალს.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS