1. ოთახში ძალიან უნდა ბნელოდეს
შეიძინეთ სქელი ფარდები, რომ ოთახში მთვარის შუქმაც კი ვერ შემოაღწიოს. საძინებლის კარი არ უნდა იყოს შუშის, სხვა ოთახში ანთებულმა შუქმა რომ არ შეგაწუხოთ. ტელევიზორის ან კომპიუტერის გამორთვაც არ დაგავიწყდეთ. როდესაც სრულ სიბნელეში ხართ, თქვენი ორგანიზმი ჰორმონ მელატონინს გამოიმუშავებს. ის თქვენს ღრმად ჩაძინებას უზრუნველყოფს და ამასთან
2. დაუწიეთ გათბობას
დამტკიცებულია, რომ გრილ ოთახში ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ადამიანები, რომლებიც გრილ ოთახში იძინებენ 7 %-ით მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე სხვები. თბილ საძინებელში ძილი შეიძლება დიაბეტის მიზეზიც გახდეს. თუ სიგრილეში დაისვენებთ თქვენი ორგანიზმი აქტიურად იმუშავებს სხეულის გასათბობად, რის ხარჯზეც ცხიმი დაიწყვება.
3. გამორთეთ ტექნიკა
ტექნიკის გამოსხივება მელატონინის გამომუშავებას აფერხებს, სწორედ ამიტომ დაძინებამდე ყოველგვარი ტექნიკა გამორთეთ: მობილური, პლანშეტი, აიპოდი და ა.შ. ტექნიკას შეუძლია, თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმი შეცვალოს.
4. შეიმუშავეთ რეჟიმი
დარწმუნებული ვარ გესმით, რომ თქვენს ორგანიზმს გამოძინება სჭირდება. ზოგიერთ ჩვენგანს დაძინებაში ხელს სამსახური უშლის, სხვებს კი საყვარელი სერიალი ან გართობის მოყვარული მეგობრები. ადამიანები, რომლებსაც ძილის რეჟიმი აქვთ შემუშავებული 5%-ით მეტ ცხიმს წვავენ ძილში, ვიდრე ე.წ. ,,ბუები" და ,,ღამურები."
რადა მახარაძე