სიმპტომები:
კიდურები გაწითლებულია, კანი გამომშრალი, გაღიზიანებული და ნაცრისფერი ან ძალიან თეთრია, თავს სუსტად გრძნობთ, გაკლიათ ენერგია, გაკანკალებთ, კარგავთ ორიენტაციის შეგრძნებას, ირაციონალურად იქცევით, ლეთარგიული ხართ, გიჭირთ სწრაფი
როგორ ვუშველოთ თავს?
1. გათბით
თუ სახლში/ქოხში ხართ, სასწრაფოდ გათბობა ჩართეთ ან ცეცხლი დაანთეთ. გაიხადეთ სველი ტანსაცმელი, შემოიხვიეთ საბანი, ნაქსოვი გადასაფარებელი, მატყლის შემოსაცმელი ან ნებისმიერი ისეთი მატერია, რომელიც გაგათბობთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიხუტოთ ე.წ''გრელკა," არ მიუჯდეთ ბუხარს ან ტექნიკას, რომელიც სითბოს გამოსცემს.
2. არ დალიოთ ალკოჰოლი
სიცივეში ხშირად სვამენ ალკოჰოლს. ჰიპოთერმულ მდგომარეობაში ორგანიზმი ალკოჰოლს ვეღარ უმკლავდება, სწრაფად გიფართოვდებათ სისხლ-ძარღვები, გულს ზედმეტი სისხლი მიეწოდება და შეიძლება გაგისკდეთ.
3. დალიეთ თბილი სასმელი
ჩაი/კაკაო/ყავა/ შოკოლადი არ უნდა იყოს ცხელი. ეცადეთ ენერგეტიკული პროდუქტიც მიირთვათ.
4. მიიღეთ თბილი აბაზანა
მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ თბილი აბაზანა თუ სიცივეში აღარ გახვალთ, არც ფანჯარას გააღებთ და არც აივნის კარს. წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული უფრო სწრაფად გაგიცივდებათ.
5. გამოიძახეთ სასწრაფო
ექიმის დახმარება მაინც დაგჭირდებათ.
რადა მახარაძე