25 დეკემბერი, 2015
ნუშის 5 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ შეიძლება, არაფერი იცოდით!
ნუში მზის სხივის მოყვარული ხეა, რომელიც ზღვის დონიდან საშუალოდ 800-1600 სიმაღლეზე იზრდება. მისი სიგრძე 5-7 მეტრს აღწევს. ნუში 70-130 წელი ცოცხლობს. ამ სტატიაში მის სამკურნალო თვისებებზე ვისაუბრებთ.

რისთვის არის ნუში სასარგებლო?

30 გრ ნუშში ზუსტად იმდენი ცილაა, რამდენიც 30გრ ხორცში. ნუში შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: კალცს, მაგნიუმს, მარგანეცსა და ფოსფორს, ასევე ფერმენტებს, რომელიც კუჭ-ნაწლავს ფუნქციონირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ნუშში B და E ვიტამინებიც შედის, გლიკოზიდების ამიგდალინი კი მას მომწარო გემოსა და სპეციფიკურ სურნელს ანიჭებს.

ნუში
სისხლის უჯრედებს კვებავს და ასევე წმინდავს მას. სახალხო მედიცინაში ნუში გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ. ის ყველა ორგანოს ასუფთავებს და კენჭების ან მარილების წარმოქმნას უშლის ხელს. ასევე იგი აძლიერებს ტვინს, გიუმჯობესებთ მხედველობას, მკერდსა და ყელს კიბოსგან იცავს.

ნუში გამოიყენება ასთმისა და პლევრიტის პრევენციისთვის. ეს მცენარე კუჭის და შარდისბუშტის წყლულისგან გაგათავისუფლებთ.

იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა: ნუში ვირუსის საწინააღმდეგოდ წამალზე უკეთესია. ის იმუნიტეტეს აძლიერებს.

ნუში კანს ელასტიურობას ანიჭებს, თმას კი ბზინვარებას, სწორედ ამიტომ კოსმეტიკაში აქტიურად გამოიყენება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მანო
მაინტერესებს ნუშის წყალში ჩალბობით (12საათით) მის სასიკეთო თვისებებს ნამდვიალდ ვაუმჯობესებთ? მსგავსი რჩევა ვნახე ინტერნეტში. ასევე ნიგოზზე იგივე
00:57 / 22-06-2020
გამოხმაურება / 0 /
Tea
Shemidzlia gavaketo aseti nazavi?? Nushi, nigozi, qishmishi, gargris chiri, tapli. Da rogor unda mivigo es nazavi
20:08 / 24-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS