1. დამცავი სათვალის ტარება არ ასუსტებს თქვენს თვალს
თუ ახალგაზრდა ხართ და მხედველობა საგრძნობლად არ გაქვთ გაურესებული, დამამშვიდებელი სათვალე არა მარტო კომპიუტერთან, არამედ მობილურით მესიჯობის ან პლანშეტით კითხვის დროსაც ატარეთ. არ შეგეშინდეთ, რომ თვალი გაგიზარმაცდებათ. ასაკის მატებასთან ეერთად გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული სათვალე. არც გამადიდებელი შუშა ავნებს თქვენს მხედველობას.
2. სეირნობა თვალისჩინის დიდხანს
ისეირნეთ პარკებსა და სკვერებში. მწვანე ფერი თვალს ამშვიდებს. მზის შუქი გუგებს ვიტამინ დ-ს აწვდის, რაც აუცილებელია მხედველობისთვის.
3. ზამთარში თქვენი თვალები კანის მსგავსად შრება
თუ თვალები გიწითლდებათ და გიშუპდებათ, პრობლემა თვალის სიმშრალეშია. ყინვაში თვალის რქოვანაც შრება, რადგან კანის მსგავსად ისიც ცოცხალი უჯრედებისგან შედგება. სთხოვეთ ექიმს, თვალის წვეთები გამოგიწეროთ.
4. არასდროს არ დაიძინოთ ლინზებით
მაშინაც კი თუ ინსტრუქციაში წერია, რომ ლინზებით დაძინება უსაფრთოა, არ დაიჯეროთ. ლინზას თვალის დაზიანება შეუძლია. აუცილებლად დაიბანეთ ხელები სანამ ლინზას შეეხებით.
5. მაკიაჟმა შეიძლება თვალი დაგიზიანოთ
თვალის ფანქარი და ტუში ყოველთვის ფრთხილად გამოიყენეთ. ფანქრის ან ტუშის წვერის თვალში მოხვედრა აზიანებს მის ბროლს.
6. მოწევა თქვენი მხედველობის მტერია
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, მოკლე დროში მხედველობა უუარესდებათ. ნიკოტინის გადამეტებულმა დოზამ შეიძლება, დაგაბრმავოთ.
7. თვალები ორგანიზმის ანარეკლია
ექიმს თქვენი თვალების დათვალიერებით თქვენს ჯანმრთელობაზე დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლია. მაგალითად, თუ თვალში სისხლარღვები გამოკვეთილად ჩანს, გულის პრობლემები გაწუხებთ. ასევე სხვადასხვა ზომის გუგები, ჩაშავებული ქუთუთოები ან თვალის გაქცევა კიბოზე მიგანიშნებთ.
რადა მახარაძე