1. ახალი თვალით დაინახავთ თქვენს სხეულს
როდესაც წონაზე ჩაციკლული ხართ, ვერ ამჩნევთ, რომ ლამაზი თვალები ან ტუჩები გაქვთ. როგორც კი სასწორის არსებობას დაივიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ფიზიკურ ნაკლთან ერთად, რამდენიმე ღირსებაც გაქვთ. დაიწყებთ მაკიაჟის სწორად გაკეთებას, ჩაცმულობით ხაზს
2. თავს თავისუფლად იგრძნობთ
დამოკიდებულება საშინელებაა, სულ ერთია ალკოჰოლიკი ხართ, ნარკომანი თუ შოკოლადის მუსუსი. წონის მკაცრი კონტროლიც ერთგვარი დამოკიდებულებაა. საკუთარი თავისთვის მუდმივი აკრძალვის დაწესება ფსიქიკას გინგრევთ. განერვიულებთ და თავს ტყვეობაში გაგრძნობინებთ.
3. ჯანმრთელობას მეტ ყურადღებას დაუთმობთ
თუ გამუდმებით წონაზე ფიქრობთ ვერ შეამჩნევთ, რომ ჯანმრთელობა გაგიუარესდათ. შეიძლება, თვალს დაგაკლდათ, სუნთქვა გიჭირთ ან პერიოდულად ყრუდ რომელიმე ორგანო გტკივათ.
4. გამოგიმუშავდებათ ნებისყოფა
,,ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო." როდესაც აწონვაზე უარს იტყვით, საკუთარ თავთან ბრძოლას დაიწყებთ. შეიძლება ითქვას, რომ აწონვაზე უარის თქმა ნებისყოფის სავარჯიშოა. ამის შემდეგ გაცილებით უკეთესად წარმართავთ თქვენს ცხოვრებას.
5. შეიძლება, აღმოაჩინოთ რომ ცდებოდით
მნიშვნელობა არ აქვს რა რიცხვს გიწერთ სასწორი, მთავარია, რა ჩანს სარკეში და რას ხედავს საზოგადოება. შეიძლება, სასწორი გარწმუნებდეთ რომ სავსე ქალი ხართ, მაგრამ ე.წ. მძიმე სისხლი გქონდეთ, ან ძვალმსხვილი იყოთ. ესეც რომ არა, ზოგიერთ ქალს წონა უხდება.
რადა მახარაძე