22 დეკემბერი, 2015
5 სასარგებლო ფაქტი, რომელიც გრეიფრუტზე არ იცოდით
გრეიფრუტი ციტრუსის ერთ-ერთი სახეობაა. გრეიფრუტის ხე მარადმწვანეა და საშუალოდ 12 მეტრს აღწევს, ერთი ცალი ნაყოფის წონა 500გრ-ია. გრეიფრუტის რამდენიმე სახეობა არსებობს და მათ ფერით განარჩევენ. მაღაზიებსა და ბაზარში შეხვდებით თეთრ, ვარდისფერ და ყვითელ გრეიფრუტს. გთავაზობთ 5 ფაქტს, რომელიც გრეიფრუტზე არ იცოდით:

1. გრეიფრუტში მეტი ვიტამინი c შედის ვიდრე ლიმონში
გრეიფრუტში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინები შედის: B1, P, D, A, c. ამ ციტრუსში გაცილებით მეტი ვიტამინია ვიდრე ლიმონში. ეს ხილი შეიცავს მინერალურ მარილს, პექტინს, ფიტონციდს, ეთერზეთებს და ნარინგინს.
ფიტონციდი ნივთიერებაა, რომელიც ააქტიურებს ჩვენი ორგანოების ფუნქციას. ნარინგინი კი ცხიმის წვას უწყობს ხელს. ეთერზეთები ლიბიდოს გააქტიურებას უზრუნველყოფს.


2. მიირთვით გრეიფრუტი თეთრ მანტიასთან ერთად
თუ გრეიფრუტს კანის მოაშორებთ დაინახავთ თეთრ, რბილ მანტიას, რომელსაც მომწარო გემო დაჰკრავს. ადამიანების დიდი ნაწილი სპეციფიკური გემოს გამო მანტიას არ მიირთმევს. სინამდვილეში მანტია ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ასევე იგი სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.

3. გრეიფრუტი დიეტის გარეშე დაგაკლებინებთ წონაში
გრეიფრუტი რამდენიმე ნაწილად დაყავით და ყოველი ჭამის შემდეგ მიირთვით. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარინგინის მეშვეობით ცხიმი იწვება და სხეული ზემდეტი კალორიებისგან თავისუფლდება. ასევე შეგიძლიათ ჭამამდე 20 წუთით ადრე სახლის პირობებში დამზადებული გრეიფრუტის წვენი დალიოთ.

4. გრეიფრუტი დამწვრობას მკურნალობს
გამოაშრეთ გრეიფრუტი, გახეხეთ და დამწვრობაზე დაიყარეთ. გრეიფრუტი მუცლის არეში ტკივილისაც ჩაახშობს. ტკივილის დროს დალიეთ ერთი სუფრის კოვზი გრეიფრუტის წვენი და რამდენიმე წუთში სპაზმი მოგეხსნებათ.

5. გვერდითი ჩვენებები
გრეიფრუტი საშიშია კუჭის წყლულის მქონე პაციენტებისთვუს. მოერიდეთ ციტრუსს თუ კუჭის მჟავიანობის მომატებას უჩივით. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამთ, დაივიწყეთ ამ ხილის არსებობა. გრეიფრუტი ანეიტრალებს კონტრაცეფციას და დაორსულებსი რისკს ზრდის. თუ წნევის წამლებს სვამთ, გეკრძალებათ გრეიფრუტის ჭამა, ის ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს ცვლის და შეიძლება გულის შეტევა დაგემართოთ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS