18 დეკემბერი, 2015
10 ეფექტური რჩევა, როგორ არ გასუქდეთ საახალწლოდ
იმისთვის, რომ საახალწლოდ ან სხვა ნებისმიერი დღესასწაულისთვის ფორმაში იყოთ, ხშირად თვეობით დიეტას იცავთ და დიდძალი ძალისხმევა გჭირდებათ, შემდეგ კი სულ რამდენიმე დღეში კვლავ იმატებთ წონაში და მთელი ძალისხმევა წყალში გეყრებათ.
მითუმეტეს ახალი წლის სუფრა სავსეა უგემრიელესი კერძებით, გარს მეგობრები და ნათესავები გახვევიათ - ასე გრძელდება ძველით ახალწლამდე და აი, ახალი კილოგრამებიც გამოჩნდა.

ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, წონაში მომატება აუცილებელი სულაც არ არის. მოდი დავარღვიოთ შაბლონები, გემრიელად მივირთვათ, კარგი დრო გავატ
აროთ, ვისიამოვნოთ დღესასწაულით და ამასთან ერთი გრამიც არ მოვიმატოთ. როგორც ექიმი-დიეტოლოგი ელიზავეტა გრინევა ამტკიცებს ეს ძალიან მარტივია, საკმარისია გაითვალისწინოთ 10 ოქროს წესი:

1. ნუ იშიმშილებთ 31 დეკემბერს
პირველი სადღესასწაულო წესი - ნუ იშიმშილებთ. მთელი დღის განმავლობაში სრულფასოვნად იკვებეთ - საუზმე, სადილი, ვახშამი. ასე საახალწლო სუფრაზე ''დაგეშილი'' აღარ იქნებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინც სადღესასწაულო კერძებს ამზადებს. ვიდრე საქმეს შეუდგებით, უმჯობესია, კარგად დანაყრდეთ, ასე ზედმეტ კილოგრამებს თავიდან აიცილებთ.

2. დალიეთ წყალი
თუ გასუქება არ გსურთ, წესად გაიხადეთ დღეში 8 ჭიქა, სუფთა წყლის დალევა. თუ დისციპლინირებული არ ხართ, წყალი თვალშისაცემ ადგილას დაიდეთ.
დალიეთ წყალი გაღვიძებისთანავე, რამდენიმე ჭიქა ყოველი ჭამის წინ და 2-3 ჭიქა სადღესასწაულო ვახშმამდე. წყალი დაგიკარგავთ მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და სხვა უსარგებლო ნივთიერებებს.

3. მშრალი ღვინო
როგოც უკვე კარგად ცნობილია ალკოჰოლი კალორიულია და მადიანობასაც ზრდის. ამიტომ საუკეთესო ვარიანრტია, მშრალი ღვინო და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს შამპანიური (მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკიბილი). ნივთიერებათა ცვლისთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში.

4. პატარა და ფერადი თეფშები
იმისთვის, რომ საახალწლოდ წონაში არ მოიმატოთ, ნუ გამოიყენებთ სტანდარტულ, დიდ და თეთრ თეფშებს. შეარჩიეთ დესერტის თეფშები, მცირე ზომის და ფერადი. ასე კუჭის მოტყუებას შეძლებთ. პატარა თეფშის შევსებისას თავს კმაყოფილად იგრძნობთ და სუფთა სინდისით განმეორდებით კიდეც.

5. მიირთვით ბოსტნეული
თქვენი მცირე ზომის თეფში სამ ნაწილად დაყავით, ორი ნაწილი ბოსტნეულით შეავსეთ, ერთი კი ხორცით ან თევზით. პურზე უარი თქვით, ჩაანაცვლეთ ხილით ან კვლავ ბოსტნეულით.

6. დიდხანს დაღეჭეთ
სხეული მადლობას გეტყვით, თუ ნამდვილი გურმანივით ან ჩინელი ბერივით მოიქცევით. ორივე მათგანი ნელა ღეჭავს. ნელა ღეჭვის შემთხვევაში გადაძღომისა და ზედმეტი კალორიის მიღების შანსი ნულია.

7. ცხვირით იმუშავეთ
გადაძღომისგან თავის აცილების კიდევ ერთი საიდუმლო: არამარტო გემრიელი კერძის დაგემოვნება, არამედ არომატით ტკბობაა. კარგად შეიყნოსეთ და შეიგრძენით გემრიელი კერძის, ხილის, დესერტის, ღვინის სურნელი. ეს სრულყოფილად დანაყრების კიდევ ერთი საშუალებაა.

8. არ ჭამოთ ფეხზემდგომმა
ზედმეტი საკვების მიღების რისკი დიდია თუ არ ზიხართ და ფეხზემდგომი მიირთმევთ. ასე რთულია ნივთიერებათა ცვლის პროცესის კონტროლი. ეცადეთ დაჯდეთ, რადგან ასე უკეთ გაიგებთ რა აღმოჩნდა თქვენს თეფშზე, რა შეჭამეთ და რამდენი.

9. საუბარი?
გადაძღომას ხელს უწყოფს საინტერესო მოსაუბრეც. თქვენ ხომ კარგად აღზრდილი ხართ და მოსაუბრეს საჭმლით სავსე პირით ვერ გაესაუბრებით. ამიტომ თუ არ გსურთ სუფრიდან ცარიელი მუცლით ადგეთ - იურთიერთეთ!

10. იმოძრავეთ, იცეკვეთ
ყველაზე ეფექტური საშუალება, სადღესასწაულო სუფრაზე წონის მატებისგან თავის დასაცავად - მოძრაობა, მოძრაობა და კიდევ ერთხელ მოძრაობაა. მონაწილეობა მიიღეთ კონკურსებში, ნუ იჯდებით უმოქმედოთ. იცეკვეთ, რაც უფრო ტემპერამენტიანი იქნება თქვენი ცეკვა, მით უკეთესი, აქტიური მოძრაობები ნებისმიერ კალორიას გაანეიტრალებს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS