18 დეკემბერი, 2015
შეინარჩუნეთ მხედველობა ღრმა სიბერემდე გარგარის ჩირის დახმარებით - რატომ უნდა გახდეს გარგარის ჩირი თქვენი კვების რეჟიმის განუყოფელი ნაწილი
გარგარის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამომშრალი ხილია. მაღაზიასა თუ ბაზარში მყვირალა სტაფილოსფერი ფერით ყურადღებას ადვილად იქცევს. გარგარი გამოშრობის შემდეგ მაინც ინარჩუნებს ყველა იმ ელემენტს, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოს ხდის.

შემადგენლობა

გარგარის ჩირი გაჯერებულია ვიტამინი A-თი, კაროტინით, ასკორბინის მჭავით, ვიტამინი C-თი, ნიკოტინმჟავათი და B ჯგუფის ვიტამინებით. შთამბეჭდავია მასში შემავალი მინერალების მრავალფეროვნება: კობალტი, სახამებელი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა და სპილენძი.

100 გრ. გარგარის ჩირი მხოლოდ 51 კალორიას შეიცავს, ამიტომ თავსუფლად შეგიძლიათ მიირთვათ და ისიამოვნოთ გასუქების გარეშე.

ამ
ჩირში მხოლოდ და მხოლოდ 0,3გრ ცხიმია, დანარჩენ ადგილს გლუკოზა და ფრუქტოზა ინაწილებს. მათ ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თითქმის პირდაპირ სისხლში ხვდება. სწორედ ამიტომ დიაბეტით დაავადებულებმა გარგარის ჩირი მკაცრად განსხაზღვრული დოზით უნდა მიიღონ.

რატომ უნდა მიირთვათ გარგარის ჩირი?

ის უებარი წამალია გულისთვის, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და წნევას, ამაღლებს გემოგლობინს, მისი გამოყენება რეკომენდრებულია ორსულობისა და ანემიის დროს. პაციენტებს, რომლებიც შარდმდენ მედიკამენტებს იღებენ, ექიმები წამლების ჩირით ჩანაცვლებას ურჩევენ. გარგარი ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მათ შორის მეტალებს, რადიონუკლიდებსა და ტოქსინებს, ასუფთავებს კუჭნაწლავის ტრაქტს და ხელს უწყობს მის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

კაროტინი, რომლითაც გარგარის ჩირი სავსეა, აუცილებელია ორგანიზმისთვის. იგი ღრმა სიბერემდე მხედველობის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

ადამიანებმა, რომლებმაც ინფაქტი გადაიტანეს, აუცილებლად წამალივით უნდა მიირთვან გარგარის ჩირი,იმისთვის რომ ინფაქტი აღარ განმეორდეს.

გარგარის ჩირი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მისგან ამზადებენ დესერტებსა და ძირითადი კერძისთვის მისაყოლებელს.

გვერდითი ჩვენება

გარგარის ჩირის დღიური ნორმა 100 გრ-ია, თუ გადააჭარბებთ მისი მონელება გაგიჭირდებათ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ду
ძვირია როგორ ვიყიდო?
22:19 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS