დალიეთ, რაც შეიძლება ბევრი წყალი. მშრალი პირის ღრუ ბაქტერიებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობაა, ამიტომ წყლის ნაკლებობა უსიამოვნო სუნს გამოიწვევს.
გამოიყენეთ ენის საფხეკი. ენის წმენდაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. როგორც წესი ყველაზე დიდი რაოდენობით ბაქტერია ენაზე გროვდება და უსიამოვნო სუნის გამომწვევიც სწორედ ის არის. გამოირეცხეთ ენა სპეციალური სითხით, მისი ყიდვა ნებისიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ. სითხე გაიჩერეთ 30 წამს, ამის შემდეგ თავი შეიკავეთ
გამოიყენეთ კბილის ძაფი. ბაქტერიების უმრავლესობა ხშირად კბილებს შორის რჩება და მათგან განთავისუფლების ერთადერთი საშუალება კბილის საწმენდი ძაფია.
გარდა ამისა არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს ებრძვის. ესენია - მწვანე ჩაი, დარიჩინი, ფორთოხალი, კენკრა, ვაშლი, ნიახური.
ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასამკლავებლად ყველაზე უსარგებლო ვარიანტი საღეჭი რეზინია.
თუმცა არსებობს ალტერნატიული საღეჭი საშუალებებიც:
ანისი; ილი (კარდამონი); კამა; დარიჩინის ჩხირი; მიხაკი; ოხრახუში.
თუ ამ რჩევებით რეგულარულად იხელმძღვანელებთ, უსიამოვნო სუნისგან განთავისუფლდებით.
პენი ლეინი