1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილია
კოწახური მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოიძებნება ანტარქტიდისა და ავსტრალიის გარდა. განსაკუთრებითაა გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, ყირიმში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირანში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ყაზახეთში.
2. კოწახური ალკალოიდითაა გაჯერებული
ალკალოიდები აზოტშემცველი ორგანული ნაერთებია. ალკალოიდებად ითვლება კოფეინი, ეფედრინი, თეობრომინი და სხვა სხვა. ბუნებრივი ალკალოიდების მიღება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნურის, მაგალითად: ნოვოკაინის, აკრიქინის. კოწახურის ალკალოიდებში ბერბერინი
3. კოწახური დისკინეზიის წინააღმდეგ
აფთიაქში შეხვდებით კოწახურის ფოთლებს, ფესვსა და ქერქს. კოწახურისგან ამზადებენ შინაგანი სისხლდენების შემაჩერებელ წამლებს. კოწახური მშობიარობის შემდეგ დაზიანებულ ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება. დისკინეზიის დროს, ის არაჩვეულებრივი ნაღველმდენია. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის სადინრების შეკუმშვის დარღვევაა. კოწახური გაგანთავისუფლებთ ქოლეცისტიტისგანაც, ნაღვლის ბუშტში ანთებით კერას ჩააქრობს.
4. დიაბეტის პრევენცია დამამშვიდებელი
დიაბეტისა და კიბოს პრევენციისთვის კოწახური გამოიყენეთ. აღსანიშნავია, რომ ეს ხილი ააქტიურებს მადას, არეგულირებს სიცხეს, დამამშვიდებელი წამალივით აისახება თქვენს ნერვებზე და აძლიერებს გულის კუნთებს.
5. განკურნეთ ნაწლავები კოწახურის ფოთლებით
10გრ. ნედლი ფოთლები დააბლენდერეთ და დაასხით 1 ს.კ. ადუღებული წყალი. უმჯობესია გამოიყენოთ ემალის ჭურჭელი. 15 წუთი გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კი ბუნებრივი გზით ერთი საათის განმავლობაში გააციეთ. მიღებული ხსნარი გადაანაწილეთ 4 ჭიქაში და დალიეთ დღეში ოთხჯერ.
რადა მახარაძე