16 დეკემბერი, 2015
გაიგეთ, რამდენ რამეს შველის ბანანი - კვლევების შედეგი გაგაოცებთ
თუ თავს სუსტად გრძნობთ, ენერგიის მატებისთვის საუკეთესოა ბანანი.
ბანანი სამ ნატურალურ შაქარს - საქაროზას, ფრუქტოზასა და გლუკოზას შეიცავს. ამიტომ რეაგირებას უსწრაფესად ახდენს და ენერგიას უმალვე შეგმატებთ.

კვლევებმა აჩვენა, რომ საათნახევრიანი ენერგიული მუშაობისთვის 2ც ბანანი სავსებით საკმარისია. შეგმატებთ არამარტო ენერგიას, არამედ შეგიმსუბუქებთ უამრავ დაავადებას.

ანემია: რკინით გაჯერებული ბანანი სისხლში ჰემოგლობინის გამომუშავებას უწყობს ხელს და გეხმარებათ ანემიის შემთხვევაში.

წნევა: ეს ტროპიკული ხილი მდიდარია კალიუმით, ნაკლებ მარილს შეიცავს და იდეალურია მაღალი წნევის დროს.

გონებრივი შესაძლებლობები: ტვიკენჰემის სკოლაში ჩატარდა
საცდელი სესია გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენაში. 200 მონაწილე, საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე, ყოველდღიურად მიირთმევდა ბანანს. კვლევამ აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობა, ეხმარება მოსწავლეებს უკეთ აზროვნებასა და სწავლაში.

ყაბზობა: ბანანს შეუძლია აღადგინოს ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება. თავი დააღწიეთ ფაღარათს.

დეპრესია: დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანები, ბანანის მირთმევის შემდეგ უკეთ ხდებიან. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ბანანი შეიცავს ტრიფტოფანს, პროტეინის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში გამოიმუშავებს სეროტონინს - აგიმაღლებთ განწყობას და გაგაბედნიერებთ.

გულძმარვა: ბანანს ნატურალური ანტიოქსიდური ეფექტი აქვს, ამიტომ თუ გულძმარვა შეგაწუხებთ, მიირთვით ბანანი და განთავისუფლდით.

სისუსტე დილით: ჭამამდე ბანანის მიღება სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს, ამიტომ დილით მოთენთილობასა და სისუსტესთან გამკლავებაში სწორედ ბანანი დაგეხმარებათ.

კოღოს ნაკბენები: ვიდრე კოღოს ნაკბენების სამკურნალოდ რაიმე მალამოს ძიებას დაიწყებდეთ, გამოიყენეთ ბანანის შიგთავსი. შესანიშნავია კანის გაღიზიანებისა და ქავილის დროს.

ნერვები: B ვიტამინის დიდი დოზით შემცველობა დაგეხმარებათ დაგიმშვიდებთნერვულსისტემას.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS