15 დეკემბერი, 2015
3 მიზეზი ბუშმალას შესაყვარებლად - განიკურნეთ ასთმისა და ბრონქიტისგან
იცოდით, რომ ბუშმალას 30 ჯიში არსებობს? თუმცა ყველაზე პოპულარულია გერმანული და იაპონური ჯიშები.

1. ბუშმალა უძველესი ხილია

თავდაპირველად ბუშმალა ბაბილონსა და მესოპოტამიაში მოდიოდა, მას დედოფლები და მეფეები მიირთმევდნენ. მოგვიანებით, ეს ხილი ევროპაშიც გავრცელდა. ბუშმალას ხის განვითარებისთვის მშრალი და მზიანი ჰავაა საჭირო. თუმცა დაკრეფილი ხილის შენახვა გრილ და ბნელ ადგილას გმართებთ.

2. ბუშმალაში შემავალი ვიტამინებს მრავალფეროვნება გამაოგნებელია

ბუშმალა შეიცავს ვიტამინებს: С, А, В1, В2, В3, В6
და В9-ს. ეს ხილი სავსეა მინერალებითაც: ნატრიუმი, სელენი, თუთია, იოდი და ორგანული მჟავებით.

3. კურნავს ბრონქიტს და ასთმას

ბუშმალასგან ამზადებენ ბრონქიტისა და ასთმის წამლებს. ზღმარტლი სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებისგანაც დაგიცავთ. შეგიძლიათ, წამალი სახლის პირპობებშიც დაამზადოთ.

ინგრედიენტები:

ბუშმალა - 5ც.

თაფლი - 2 ს.კ

საკე (იაპონური ალკოჰოლი) – 100გრ.

მომზადების წესი:

ბუშმალა და თაფლი ერთად ათქვიფეთ და გაურიეთ საკეში. მიღებული მასა ჩაასხით ქილაში და საგულდგულოდ დალუქეთ. ერთი კვირის შემდეგ დღეში სამჯერ 30გრ. მიიღეთ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS