1. გემრიელი სასუსნაო, რომელიც გახდომაში გეხმარებათ
შავი ქლიავის ჩირი არა მარტო გემრიელი სასუსნაო, არამედ ორგანიზმის მკვებავი და გამაჯანსაღებელია საშუალებაა. დავიწყოთ იქიდან რომ მისი 87% წყალია, სწორედ ამიტომ შავი ქლიავის მიღება თქვენს ფიგურას საფრთხეს არ უქმნის. აღსანიშნავია, რომ მას თანამედროვე დიეტებში ხშირად იყენებენ, ვინაიდან საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, საკვები ადვილად გაიწოვება და სხეულის სხვადახვა ნაწილში
2. ანემიის პრევენცია
შავი ქლიავი სავსეა ვიტამინებით: В1, В2, РР, С, А, ასევე ისეთი მინერალებით როგორიცაა: ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი და რკინა. სწორედ ამიტომ ექიმები ანემიის დროს პაციენტს სწორედ შავი ქლიავის ჩირს უნიშნავენ. თუ გსურთ რომ ანემიისგან თავი დაიცვათ, რეგულარულად მიირთვით შავი ქლიავის ჩირი.
3. სასარგებლო შაქარი, რომელიც ენერგიად გარდაიქმნება
შავ ქლიავში შაქრის რამდენიმე სახეობაა: ფრუქტოზა, გლუკოზა და საქაროზა. შეიცავს ვაშლისა და ლიმონის მჟავებსაც. გასაკვირი არ არის, რომ ის ენერგეტიკული საშუალებაა და ძალებით გავსებთ.
4. შეაჩერეთ ტკივილი და თავი დაიცავით ბუასილისგან
თუ პერიოდულად მუცლის ტკივილი გაწუხებთ ყოველ დღე 5-6 ცალი შავი ქლიავის ჩირი მიირთვით. ეს ჩვევა ბუასილისგანაც დაგიცავთ, ვინაიდან დეფეკაციის პროცესს ამარტივებს და სწორი ნაწლავი არ გაგიღიზიანდებათ.
5. ანტიბაქტერიული საშუალება
ექიმები გვარწმუნებენ, რომ შავი ქლიავი არაფრით ჩამოუვარდება ანტიბაქტერიულ მედიკამენტებს. ზამთარი ვირუსების გააქტიურების სეზონია, თუ გსურთ რომ სუსხიანი დღეები ჯანმრთელად გაატაროთ, აუცილებლად მიირთვით ჩირი.
6. გულს დაზიანებისგან იცავს
მართალია, გულის მანკს ვერ განკურნავს, მაგრამ ჯანმრთელ გულს ფუნქციონირებაში ნამდვილად დაეხმარება. ამას გარდა შავი ქლიავის ჩირი კვებავს ღვიძლსა და თირკმელებს. ა ვიტამინის დახმარებით, გიუმჯობესდებათ მხედველობაც.
7. აშორებს ,,მაზოლებს"
თუ ,,მაზოლები" გაწუხებთ, ერთი მუჭა ჩირი ჩახარშეთ ნახევარ ლიტრა რძეში. დაასველეთ ბამბა და წაისვით მაზოლებზე. შემდეგ ზემოდან დაილაგეთ მოხარშული ჩირი და დაელოდეთ მის გაშრობას. იმისთვის რომ შედეგი დაინახოთ, პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.
რადა მახარაძე