უებარი მკურნალი
კონიაკის ზომიერად მიღების შემთხვევაში, ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ვიტამინი C მიეწოდება. მას გაციებისა და ვირუსების პრევენციისთვისაც გამოიყენებენ. კონიაკი აუმჯობესებს მადას, ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და შესაბამისად საკვების მონელებასაც. ამ სასმელს შეუძლია, მოხსნას მუცლის სპაზმები და გააქროს ტკივილი. თუ გსურთ, რომ შედეგი მომენტალური იყოს, კონიაკი ჩაიში გაურიეთ და
მსგავსი მეთოდით ყელისტკივილსაც უმკურნალებთ. საკმარისია კვირაში ერთელ ყავაში კონიაკის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ, იმისთვის რომ იმუნიტეტი გაიძლიეროთ. თუ სიცხემ აგიწიათ, აადუღეთ წყალი და მის გაგრილებას დაელოდეთ. გაურიეთ სამი წვეთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი კონიაკი. სიცხე უკან დაიხევს.
ეფექტური დამაძინებელი
21-ე საუკუნეში უძილობა გავრცელებულ სენად იქცა. თუ თქვენც ვერ იძინებთ და ლოგინში წრიალებთ, კვირაში 2 ჯერ დაწოლამდე პატარა ჭიქით კონიაკი მიირთვით. ის მოდუნებაში დაგეხმარებათ.
კონიაკი ძლიერი თმისთვის და ლამაზი კანისთვის
კონიაკი კოსმეტოლოგიასა და ჰიგიენურ საშუალებებში შეუცვლელი ელემენტია. თუ თქვენ პერიოდულად კონიაკს შეიზილავთ თმაში, ის გაძლიერდება და მბზინვარებაც მოემატება. კონიაკი ეფექტურია აკნეს შემთხვევაშიც. გაიწმინდეთ კანი კონიაკით და გამონაყარი აღარ შეგაწუხებთ.
კონიაკის მიღების წესი:
დღიური დოზა არ უნდა გადასცდეს 30 გრ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. კონიაკის მიღება ეკრძალებათ ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებს.
ანდრეა ნარიანი