09 დეკემბერი, 2015
6 რჩევა ორთოპედისგან, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
სპეციალურად Reitingi.ge-ს მკითხველისთვის ორთოპედს მივაკითხე და რამდენიმე რჩევა ვკითხე.

1. არ იაროთ ფეხშიშველმა საზოგადოებრივ სააბაზანოში ან აუზზე

საზოგადოებრივ ადგილებში ფეხსაცმლის გარეშე სიარული მხოლოდ სოკოს აკიდების საშიშროების წინაშე არ გაყენებთ. შეიძლება, აგყვეთ ბაქტერია, რომელიც ანვითარებს ,,ათლეტის ფეხს." ამ დროს უშნოვდება თქვენი ტერფები, ძვლები დეფორმირდება.

2. ფეხები განიშნებენ რა დაავადება გჭირთ

თუ ფეხზე თმა დაგცვვდათ, კანი გაგითხელდათ ან გაგისქელდათ, გაგიუხეშდათ ან გექერცლებათ, შეიძლება სისხლ-ძარღვთა პრობლემები გქონდეთ ან არტერიული დაავადება გაწუხებდეთ. ფეხებმა შეიძლება გამცნოთ ისიც, რომ მალე გულის შეტევა დაგემართებათ. ფეხზე
ასახული ცვლილებების შემთხვევაში აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს.

3. ფეხის ფრჩხილები განგაშის ზარს ცემს!

თუ ფრჩხილმა ფერი შეიცვალა, ჩაბრუნება დაიწყო ან რთულად მოსაჭრელი გახდა, სოკო გაქვთ. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო მალამოები, რომლის გამოყენების შემთხვევაში პრობლემა მოგვარდება. პრევენციისთვის დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფეხები, ატარეთ მხოლოდ კარგად გამშრალი წინდა. ფეხსაცმელში ფრჩხილებს ჩახურებისა და გაოფლიანების საშუალება არ მისცეთ. შეარჩიეთ ბუნებრივი მატერიებისგან შეკერილი ფეხსაცმელი.

4. თუ ატყობთ, რომ ფეხი ზომაში იზრდება... არ გელანდებათ!

ასაკში შესვლის შემდეგ თქვენი ფეხი სიგრძეში მოიმატებს. საქმე იმაშია, რომ ძვლები ელასტიურობას კარგავს, რაც ფეხის სიგრძეზე აისახება. ნორმალურად ითვლება ასაკში ფეხის 1-1,5 ზომით გაზრდა.

5. თუ ფეხისგულები გიოფლიანდებათ...

ფეხის გულების ხშირად გაოფლიანების შემთხვევაში ტერფზე წაისვით იღლიისთვის განკუთვნილი ანტიპერსპირანტი.

6. კოჭის ტკივილი ყოველთვის დაავადების მომასწავებელი არ არის

ასაკის მატებასთან ერთად სახსრები სუსტდება, სითხის გამოყოფა მცირდება და ძვლებს შორის ხახუნი იზრდება. ამას თან ტკივილი სდევს. კოჭების ტკივილი ხშირად გენეტიკურიც არის და დაავადების საშიშროებაზე სულაც არ მიგითითებთ. ნუ შეშინდებით.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS