05 დეკემბერი, 2015
90 წლის ბებიის 8 რჩევა ქალებს - როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და დავრჩეთ დიდხანს სასურველი
ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ბებიები ახლაგაზრდებზე უკეთ გამოიყურებიან. ფაქტია, რომ ძველი თაობის წარმომადგენლებს ნამდვილად ესმით სილამაზის საიდუმლოების და გამოცდილ ხრიკებს გვიზიარებენ.
გთავაზობთ 90 წლის ბებიის რჩევებს, რომლებიც ყველა ქალს გამოადგება - დიდხანს დარჩებით სასურველი და სხვებისთვის ისეთივე მისაბაძი მაგალითი იქნებით, როგორც ეს 90 წლის სასიამოვნო ქალბატონია.

მაშ ასე! სასარგებლო რჩევები:

1. არასდროს გახვიდე სახლიდან მოუწესრიგებელი. გიყვარდეს სამოსი, რომელსაც ატარებ! ის ხომ შენი ნაწილია.

2. ნაოჭებს ძალიან ნუ ჩაუღრმავდებით. პლასტიკური ქირურგია ყველა იმ დამახასიათებელ ნაკვთს სპობს,
რისი დამსახურებითაც ქალი ინდივიდუალურ შარმს ინარჩუნებს. ასაკს სიამაყით შეეგებე.

3. თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ გარეგნობაზეც აისახება. თავი ისეთი მიიღე როგორიც ხარ. 80 წლის ასაკშიც იგივე ქალი ხარ, როგორიც 30 წლის იყავი.

4. პირადი ღირსებები ყოველთვის გამოკვეთე, ის ხომ ყველას აქვს.

5. თავის მოვლის საშუალებებზე არასდროს თქვა უარი. თუნდაც სახლში მომზადებული სახის კანის მომვლელი კრემები. არასდროს შეწყვიტო თავის მოვლა, ეს ხომ ქალს აბედნიერებს.

6. დილით მსუბუქი მაკიაჟი თავდაჯერებულებას შეგმატებთ და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. თუმცა აქ სიფრთხილე გამოიჩინეთ - გადამეტებული მაკიაჟი არც თუ ისე კარგი შესახედია. უბერებელი ბებია გირჩევთ, სახე მზეს მოარიდოთ და ხშირად დაიტენიანოთ.

7.
ვიდრე ქუჩაში გავა, ბებია ყოველთვის იკეთებს ვარცხნილობას. თქვენი თმაც იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.

8. აუცილებლად შეარჩიე ვარცხნილობა, რომელიც ყველაზე მეტად გიხდება. ბებიას გრძელი თმა აქვს, რომელსაც მაღლა აწეულს ატარებს.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატელა
მივესალმები ასეტ ბებოს,
22:28 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS