04 დეკემბერი, 2015
ციგუნ-თერაპია დაგიმშვიდებთ თვალებს და გაგიუმჯობესებთ მხედველობას
სტატისტიკის თანახმად, დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი მხედველობის პრობლემით იტანჯება.

ამ სავარჯიშოების შესასრულებლად განსაკუთრებული ძალისხმევა სულაც არ დაგჭირდებათ, უბრალოდ გამოიყენეთ თავისუფალი 5 წუთი. საუკეთესო დროა დღის მეორე ნახევარი, როცა თვალები უკვე საკმაოდ დაღლილია და განტვირთვა სჭირდება.

მოთავსდით სავარძელში ან სკამზე და მოდუნდით. ეცადეთ, ზედმეტი ფიქრებისგან განთავისუფლდეთ და მთელი ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ. ისუნთქეთ თანაბრად და ღრმად, შეისუნთქეთ ცხივირთ, ამოისუნთქეთ პირით.

1. 1-2 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება გახშირებულად ახამხამეთ თვალები;

2.
ხელის გულები შუბლთან მიიტანეთ, გააკეთეთ რამდენიმე მოძრაობა, შუბლიდან
ნიკაპამდე, თითქოს იბანთ. ამასთან წარმოიდგინეთ - თითქოს დაღლილობა ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

დასრულების შემდეგ ნუ იჩქარებთ თვალის გახელას. თვალდახუჭული თვალის შიგნითა ნაწილზე კონცენტრირდით, შემდეგ კი ნელა გაახილეთ.

3. გაიხურეთ ხელის გულები - გაუხახუნეთ ხელები ერთმანეთს და თვალების წინ გაიჩერეთ ისე, რომ თვალის ქუთუთოებს არ შეეხოთ, თითქოს თბილი ხელისგულებით თვალებს ითბობთ.

4.
მჭიდროდ დახუჭული ქუთუთოები, დაისრისეთ 20-ჯერ, საათის ისრის მიმართულებით, ამდენივე საათის ისრის საწინააღმდეგოდ. შემდეგ ამდენივე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.


5.
მზერა ცხვირის წვერს გაუსწორეთ, შემდეგ კი სხვა ობიექტზე გადაიტანეთ, თქვენგან 2-3 მეტრის მოშორებით, შემდეგ უფრო შორს, სადღაც ჰორიზონტის ზღვარზე. გაიმეორეთ 20-ჯერ.

6. 3 თითის ბალიშით - საჩვენებელი, შუა და უსახელო - ძალიან ნაზად დააჭირეთ ქუთუთოებს 8-10-ჯერ. გამოიყენეთ ორივე ხელი.

7.
და ბოლოს, 5-ჯერ მაგრად დახუჭეთ თვალები, ქუთუთოების გახსნის გარეშე.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS