04 დეკემბერი, 2015
რატომ იცავს მომაკვდინებელ დიეტებს ნუკა კვალიაშვილი - ''ამის გაკეთებას არავის ვურჩევ''
ჩემი თმის ხარისხი არ ფუჭდება, რადგან თმის ტონიკებით ვიცვლი ფერს. ვიყენებ თმის ნიღბებს ნუკა კვალიაშვილი ბოლო დროს სამწუხაროდ ახალ სიმღერებს არ გვთავაზობს. თუმცა მისი ორიგინალური ჩაცმულობა და სტილი ყოველთვის ყურადღებას იქცევს. 

- ნუკა, ყოველთვის ყველასგან განსხვავებულად გამოიყურები, როგორ ახერხებ ამას?
- ეს ყველაფერი იმიჯზეა დამოკიდებული. ზოგს შარვალი მოსწონს, ზოგს - კაბა. ბავშვობიდან თმის სხვადასხვა ფერად შეღებვა მიყვარდა. ამ ყველაფერს სიხალისე
შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. ცვლილებები მიყვარს, ერთფეროვნებას
ვერ ვეგუები.

- ყველაზე უცნაური რა ფერის თმა გქონია, რომელსაც
ხალხი გაუოცებია?
- ერთხელ მქონდა მუქი ''მარგანცოვკისფერი'', მერე გაღიავდა და გახდა ვარდისფერი. ეს იყო ყველაზე უცნაური ფერი, რაც მქონია, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებ,
განსხვავებულად შევიღებო თმა, მაგრამ ჯერ არ გაგიმხელთ, რადგან სხვები დამასწრებენ და არ მინდა ასე მოხდეს (იცინის).

- ხშირი შეღებვისგან თმა, როგორც წესი, ზიანდება ხოლმე და როგორ უვლი?
- ჩემი თმის ხარისხი არ ფუჭდება, რადგან თმის ტონიკებით ვიცვლი ფერს. ვიყენებ თმის ნიღბებს.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?
- ჯერჯერობით არ ვუვლი სახის კანს. მომავალში ალბათ დამჭირდება. კანის დამარბილებელ საშუალებებს ვიყენებ, მაკიაჟის შემდეგ რომ არ დაზიანდეს. ბებიების რეცეპტს,
კიტრს და ხილს სახეზე არ ვისვამ.

- ზედმეტი წონის პრობლემა არასდროს გქონია, მაგრამ ხშირად წერ სოციალურ ქსელში, რომ დიეტაზე ხარ. შეგიძლია გაგვიმხილო ყველაზე ეფექტური დიეტა, რომლითაც სასურველ წონას მიაღწიე?
- ბოლოს რაც გავაკეთე, იმას დიეტას ვერ დავარქმევ. ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. მგონი, მისი გამხელა არც ღირს, რადგან ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. მისი გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზღვაზე წასვლამდე სასურველი წონისთვის მიმეღწია. სწრაფი ეფექტის მიღება მინდოდა და რვა დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვიშიმშილე. როცა მოტივაცია მაქვს, ნებისყოფა ხელს მიწყობს და სასურველ შედეგსაც ვაღწევ. ზოგადად, როცა მიზანს დავისახავ, მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. სხვა დროს ვცდილობ, სწორად ვიკვებო და ვივარჯიშო.

- ჯანსაღი ცხოვრების წესით როდესაც ცხოვრობ, ამ დროს როგორ იკვებები?
- დილას ფაფებს ვჭამ. ტკბილეულისა და შემწვარ-მოხრაკულის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ზოგადად ჭამა მიყვარს. როდესაც ვხედავ, რომ იმ წონას მივაღწიე, როცა დისკომფორტს განვიცდი, ყველაფერზე უარს ვამბობ, რაც მიყვარს. სულ ვვარჯიშობ, დღეში დაახლოებით სამ საათს სპორტულ დარბაზში ვატარებ.

- ხმას როგორ უფრთხილდები?
- ხმას განსაკუთრებულად ძირითადად კონცერტის წინ ვუფრთხილდები, არ ვჭამ ნაყინს და მზესუმზირას. თუმცა ამ ყველაფრისგან თავის შეკავება არ მიჭირს. დღე შეიძლება ისე გავიდეს, რომ მხოლოდ ყავა დავლიო.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS