03 დეკემბერი, 2015
5 პროდუქტი ლამაზი კანისთვის - ამის ცოდნა თქვენთვის აუცილებელია
ლამაზი და ბარხატოვანი კანი ყველა ქალის ოცნებაა. სახე ჩვენი სავიზიტო ბარათია. თუ აკნე, ჭორფლები ან სახის სხვა პრობლემები გვაწუხებს, დეპრესიაშიც კი შეიძლება ჩავვარდეთ. გთავაზობთ 5 პროდუქტს ლამაზი კანისთვის:

1. შოკოლადი


ტკბილეულის მოყვარულ გოგონებს ამის გაგება ნამდვილად გაახარებთ. შოკოლადი კვებავს კანს. მასში შემავალი კაკაო კი - ატენიანებს. მოერიდეთ თხილიან შოკოლადს. თხილმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს და დაგაყაროთ.

2. იოგურტი მოცვით

კალციუმი, რომელსაც იოგურტი შეიცავს ამკვირვებს თქვენს კანს. მოცვი კი - საჭირო ვიტამინებს აწვდის. შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი საუზმე და ამავდროულად
მოუაროთ კანს.

3. ბროწეული

ზამთარში ბროწეულის შოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ბროწეული შეიცავს პოლიფენოლებს, რომელსაც ანტიოქსიდანტური დანიშნულება აქვს. რა არის ანტიოქსიდანტი? მოგეხსენებათ, ,,ანტი" საწინააღმდეგოს ნიშნავს, ,,ოქსიდანტი" - მჟავას. მათი გაერთიანებით ვიღებთ სიტყვა ,,მჟავასაწინააღმდეგოს." ჩვენს ორგანიზმს ახალგაზრდობაში ანტიოქსიდანტის ბუნებრივად გამომუშავება შეუძლია. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს უნარი გვიქვეითდება, რაც პირდაპირპროპოირციულად აისახება კანზე, ვბერდებით და ნაოჭები გვიჩნდება. დაამარცხეთ ასაკი ბროწეულის დახმარებით.

4. ბულგარული

კვლევებმა აჩვენა: ქალები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ბულგარულს განთავისუფლებული არიან აკნესგან. ყვითელი და მწვანე ბულგარული კანის გაღიზიანებადობას ამცირებს.

5. თეთრი მზესუმზირა

იმის მიუხედავად რომ, თეთრ მზესუმზირას კუჭის გაღიზიანება შეუძლია, ეს კი კანზე უარყოფითად აისახება, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კანისთვის შეუდარებელი დამცავია. მასში შემავალი ზეთი კანს აახალგზრდავებს. უხდება დახეთქილ ტუჩებსა და აქერცლილ ქუსლებსაც.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS