30 ნოემბერი, 2015
4 გზა კვერცის ნაჭუჭების გონივრულად გამოსაყენებლად
კვერცხის ნაჭუჭებს თქვენი დახმარება შეუძლია, ამიტომ კვერცხის შეწვის ან მოხარშვის შემდეგ ნაჭუჭებს ურნაში ნუ გადაუძახებთ. გთავაზობთ მათი გამოყენების 4 გონივრულ გზას:

1. კანის აღმდგენი

თქვენი ფრჩხილების ირგვლივ კანი შრება და იქერცლება? კვერცხის ნაჭუჭები ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ: დანაყეთ მოუხარშავი კვერცხის ნაჭუჭები (ნაჭუჭიდან ისე გამოდევნეთ გული, რომ შერჩეს სითხე) და დაილაგეთ სველი ნაწილით პრობლემურ არეალებზე, სანამ არ გაშრება. კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ჰაიალულორანს. ეს ნივთიერება უზრუნველყოფს კანის კვებასა და აღდგენას.

2. ახალგაზრდობის ელექსირი

სახლის პირობებში კვერცხის ნაჭუჭისგან შეგიძლიათ სახის
ნიღაბი დაამზადოთ, რომელიც წლებსა და ნაოჭებს შეებრძოლება. ჭიქებში მოათავსეთ 1 კვერცხის გული და ორი კვერცხის ცილა, ორივე ჭიქა ერთმანეთში შეაზავეთ, ათქვიფეთ ნაჭუჭებთან ერთად და შეიზილეთ სახეზე.

3. დიასახლისის მარჯვენა ხელი

სარეცხი საშუალებები, რომელიც ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, საშიშია ჯანმრთელობისთვის თუ მოგხვდათ თვალში, პირში ან დაზიანებულ კანზე. ისინი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კვერცხის ნაჭუჭის წვენით. ჩაყარეთ კვერცის ნაჭუჭები კონტეინერში და ანჯღრიეთ. დაელოდეთ სანამ წვენი კარგად არ ჩამოსიხმება. შემდეგ ჩააწეთ ტილო და გაწმინდეთ ავეჯი ან ამოუსვით ღრუბელი და გაასუფთავეთ კაფელი.

4. რამდენიმე წვეთის ძალა

კვერცხის ნაჭუჭის ბლანტი ნივთიერებით შეგიძლიათ ქოთნებიც გაწმინდოთ, განსაკუთრებით მოსახერხებელია ვიწროთავიან ან ვიწროყელიან ქოთნებთან დაკავშირებით. ჩააწვეთეთ რამდნეიმე წვეთი, 5 წუთში ჩაასხით თბილი წყალი და შეანჯღრიეთ. გადმოასხით სითხე და ქოთანიც გაწკრიალებულია!

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS