27 ნოემბერი, 2015
5 პროდუქტი, რომელიც ტკივილის წინააღმდეგ გამაყუჩებელზე უკეთესად იბრძვის
სანამ გამაყუჩებლის შესაძენად გაიქცევით, დაფიქრდით იქნებ ტკივილთან გამკლავებისთვის სხვა საშუალებაც არსებობს. მედიკამენტების ხშირი მიღება ორგანიზმისთვის მავნებელია, ამიტომ ზურგის თუ სახსრების წამოტკივებისას მიმართეთ 5 ნატურალურ პროდუქტს:

1. წითელი ბულგარული

წითელი ბულგარული შეიცავს ორმაც ჩ ვიტამინს. სწორედ ამ ვიტამინზეა დამოკიდებული ორგანიზმის ტკივილამტანობა და ტკივილის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისუნარიანობა. ადამიანები, რომლებიც არ იღებენ საჭირო რაოდენობის ჩ ვიტამინს ართრიტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების რისკის წინაშე დგანან.
გამოყენების ხერხი: მოამზადეთ გემრიელი ომლეტი და ისაუზმეთ ბულგარულიანი კვერცხით კვირაში სამჯერ.

2. კარტოფილი

კარტოფილი შეუდარებელი ანტიოქსიდანტური
საშუალებაა, რომელიც წმინდავს თქვენს სხეულს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოშობას. მიირთვით კარტოფილი პრევენციის მიზნით. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ნებისმიერი სახის ტკივილისას კარტოფილს გამაყუჩებელი წამლის ეფექტი აქვს.

3. იმბირი

იმბირს იშვიათად შეხვდებით ქართულ ოჯახებში... სულ ტყუილად. ის ძალიან სასარგებლოა. იმბირი ანტიანთებით ნივთიერებას შეიცავს. თუ თქვენი ტკივილი ანთებით არის გამოწვეული იმბირი ჩააქრობს კერას.
მიღების წესი: მოამზადეთ იმბირისგან თბილი წვენი და დალიეთ. ის წონაშიც დაგაკლებინებთ.

4. კურკუმა

კურკუმა შეშუპების საწინააღმდეგო ნატურალური ,,მედიკამენტია." მისი ჯადოსნური უნარი ინდოელებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს.
მიღების წესი: კურკუმა შეგიძლიათ მოხარშოთ ბრინჯის მსგავსად ან ფაფა გააკეთოით მისგან.

5. ორაგული

ომეგა 3-ის დახმარებით ორაგული სხეულის ხრტილოვან ნაწილს დაზიანებისგან იცავს. მოხარშული ორაგული ძალიან სასარგებლოა, თუმცა თევზის ეს სახეობა კონსერვშიც ინარჩუნებს ,,ჯადოსნურ" უნარს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS