1. არასწორ პროდუქტს იყენებთ
პირის დაბანისას უნდა გამოიყენოთ პრდუქტი, რომელიც კარგად ჩამოგბანთ ჭუჭყსა და მაკიაჟის ნარჩენს, თუმცა არ მოგაშორებთ კანის ბუნებრივ ზეთს და საჭირო ბაქტერიებს. იპოვეთ არც ძალიან სუსტი და არც ძალიან ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც არ გამოგიშრობთ კანს. დაივიწყეთ ჩვეულებრივი საპონი ან დუშგელი.
ნორმალურია დღეში 1-2 ჯერ სახის დაბანა, მაგრამ თუ უფრო მეტჯერ ისხმათ წყალს, კანს ტყუილუბრალოდ აშრობთ. თუ სახეზე მზისგან დამცავი ან მაკიაჟი არ გისვიათ შეგიძლიათ ყოველდღიურად არ დაიბანოთ. განსაკუთრებით მაშინ თუ მშრალი კანი გაქვთ.
3. არასწორ ტემპერატურაზე აყენებთ წყალს
არსებობს მითი, თითქოს ცხელი წყალი ფორებს ხსნის, ცივი კი ხურავს. სინამდვილეში ტექნოლოგიური ჩარევის გარეშე ფორები არც იხსნება და არც იხურება. შეიძლება თბილი წყლით სახის ჩამობანა გსიამოვნებდეთ, მაგრამ კანისთვის საზიანოა. დაიბანეთ ცივი წყლით.
4. გეჩქარებათ დამატენიანებლის წასმა
ქალების უმეტესობა დაბანისთანავე ისვამს დამატენიანებელს. დააცადეთ კანს კარგად გაშრობა და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით კრემი, ამ შემთხვევაში უკეთეს ეფექტს მიიღებთ.