1. აბზინდას ზეთი -ეფექტურია მიმიკური, მცირე ნაოჭებისთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ კანის დამატენიანებელ კრემთან ერთად გამოიყენებთ. ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცას, კანს ხდის უფრო გლუვს.
2. ნემსიწვერას ზეთი - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ეხმარება სისხლის ცირკულაციას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობას. რამდენიმე წვეთი ნემსიწვერას ზეთი შეგიძლიათ საყვარელ დამატენიანებელ კრემს დაუმატოთ.
3. ყურძნის წიპწის ზეთი - აქვს ანტიოქსიდანტური თვისება, ეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, რაც კანის დაზიანებას იწვევს. ზეთი მდიდარია E ვიტამინით და აფერხებს კანის
კანის სიბერე უსიამოვნო პროცესია, ჩვენ კი გვინდა, რომ კანი ყოველთვის ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდეს.
არსებობს დაბერების რამდენიმე ეტაპი:
1. კანის სიბერის პირველი ეტაპი - "დაღლილი სახე". სახისა და კისრის კანი კარგავს ელასტიურობას, ცხვირისა და ტუჩის მიდამოებში ჩნდება ნაოჭები. დასვენებისა და სრულფასოვანი ძილის შემდეგ, კანი ბევრად უკეთ გამოიყურება, საღამოსთვის კი სიბერის ნიშნები მეტად შესამჩნევი ხდება და სახე დაღლილი ჩანს.
2. სიბერის მეორე ეტაპი - "სახის დანაოჭება". სახესა და კისერზე მრავლდება პატარ-პატარა ნაოჭები, კანი შრება. თვალის კუთხეებში, ზედა ტუჩზე, ნიკაპზე, ქვედა და ზედა ქუთუთოზე ჩნდება მკვეთრად შესამჩნევი ნაოჭები.
3. სიბერის მესამე ეტაპი - "ორმაგი ნიკაპი" და "მოდუნებული ღაწვები". იწყება სახისა და კისრის რბილი ქსოვილების დეფორმაცია, იცვლება სახის ოვალი. ამ ტიპის დაბერებას ძირითადად განიცდიან ქალები, რომლებსაც ახალგაზრდობაშიც აღენიშნებათ შესამჩნევი ნაოჭები.
პენი ლეინი