25 ნოემბერი, 2015
აუცილებლად წაიკითხეთ სანამ ბიკინის ზოლს გაიპარსავთ
ინტიმური ადგილების გაპარსვა დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ხანდახან არ გამოგვდის, მაგრამ უახლოეს ადამიანებსაც კი ვერ ვუსვამთ შეკითხვას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გოგონებისთვის 4 რჩევა მიმეცა:

1. სწორად შერჩეული საპარსი უმნიშვნელოვანესია

დარწმუნდით, რომ საპარსის კბილები ბასრი და სუფთაა. ყოველთვიურად განაახლეთ საპარსის თავი. ძველი ბაქტერიების ბუდედ გადაიქცევა. ვაგინის ან საზარდულის გაჭრის შემთხვევაში შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ, ჭრილობა დაგიჩირქდეთ ან კანი გაგიღიზიანდეთ.

2. ნუ იჩქარებთ

სწორად გადაანაწილეთ პარსვისთვის საჭირო დრო და აუცილებლად მოგებული დარჩებით. მთლიანი სხეული კარგად დაიბანეთ და ბიკინის ზოლის გაპარსვას ბოლოს
შეუდექით.

3. პარსვის შემდეგ წაისვით სპეციალური ჰიგიენური საშულება

კანის გამოშრობა, აქერცვლა და აფხეკა თავიდან რომ აიშოროთ გაპარსვის შემდეგ სპეციალური მალამო წაისვით. ის დაატენიანებს, გამოკვებავს და ელასტიურობას მიანიჭებს/ შეუნარჩუნებს კანს.

4. აირჩიეთ მიმართულება

თმა ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით გაიპარსეთ. ასე უფრო ადვილად მოერევით. ამასთან ერთად, ღერები უფრო იშვიათადაც ამოვა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS