1. მითი: ავად გახდები თმას თუ არ გაიშრობ
რეალობა: სახლიდან გასვლამდე ყველანი თმას ვიშრობთ. კარგად ვიცით, რომ თუ სველი თავით გავალთ გავცივდებით, შეიძლება მენინგიტი შეგვეყაროს ან ნერვის ანთება დაგვემართოს. უცნაურია, მაგრამ ექიმები საპირისპიროს ირწმუნებიან: მენინგიტი მფრინავი ვირუსია და სველი თავი არ განაპირობებს
ცივი ჰაერის შესუნთქვისას ბაქტერიები უფრო მარტივად აღწევენ თქვენს ორგანიზმში. სწორედ ეს ხდება ავადმყოფობის მიზეზი. თმის ხშირი გაშრობა აფუჭებს თმის ხარისხს, აჩენს ბოლოჭამიებს, იწვევს ცვენას.
2. მითი: კუჭში ყოველდღე უნდა გახვიდეთ
რეალობა: კუჭში გასვლის რეჟიმი ინდივიდუალურია, ის დამოკიდებულია მიღებული საკვებისა და ყლის რაოდენობაზე, ცხოვრების რეჟიმსა და რიტმზე, დიეტასა და კვების რაციონზე. შეიძლება, ჯანმრთელი იყოთ, მაგრამ ყოველ დღე არ გამოჰყოფდეთ ფეკალურ მასას.
3. მითი: უარი თქვით პურზე!
რეალობა: ხალხს სჯერა, რომ პური ასუქებს. გეშლებათ, ბევრი პურის ჭამა ასუქებს და არა ზოგადად პური. პური შეიცავს პექტინს, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. პექტინი უიშვიათესი ნივთიერებაა.
რადა მახარაძე