15 ნოემბერი, 2015
ვარჯიში თავბრუსხვევისა და კისრის ოსტეოქონდროზის დროს
დღეს თავბრუსხვევას უამრავი ადამიანი უჩივის. უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა გამოწვეულია კისრის ოსტეოქონდროზით.

შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები და განთავისუფლდით თავბრუსხვევებისგან.

კისრის ვარჯიშების კომპლექსი:

1. ნელა, ძალდატანებით დაჭიმეთ კისერი მაღლა. გაჩერდით ასე რამენიმე წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. ფრთხილად, ძალისხმევით მიაბრუნეთ კისერი მარცხნივ. ასე გაჩერდით რამდენიმე წამს, მოადუნეთ კუნთები და კვლავ დაუბრუნდით მდგომარეობას. 10-ჯერ.

3. ამჯერად თავი მარჯვნივ მიმართეთ, გაჩერდით რამდენიმე წამს, შემდეგ კვლავ მოადუნეთ კუნთები და თავი მაღლა მიმართეთ. 10-ჯერ.

4. მთელი ძალისხმევით, ფრთხილად დაუშვით თავი დაბლა ისე, რომ ნიკაპით მკერდს
შეეხოთ. შეინარჩუნეთ კუნთების დაჭიმულობა რამდენიმე წამს, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. 10-ჯერ.

5. ფრთხილად გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან. კუნთების დატვირთვა რამდენიმე წამს გააგრძელეთ, შემდეგ მოდუნდით და დაუბრუნდით პირვანდელ მდგომარეობას.

6. ცხვირით დაწერეთ ციფრები 1-დან 10-მდე და პირიქით. 1-ჯერ.

თითოეული სავარჯიშო 3-4-ჯერ გაიმეორეთ და დროდადრო ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაზარდეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS