შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები და განთავისუფლდით თავბრუსხვევებისგან.
კისრის ვარჯიშების კომპლექსი:
1. ნელა, ძალდატანებით დაჭიმეთ კისერი მაღლა. გაჩერდით ასე რამენიმე წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. ფრთხილად, ძალისხმევით მიაბრუნეთ კისერი მარცხნივ. ასე გაჩერდით რამდენიმე წამს, მოადუნეთ კუნთები და კვლავ დაუბრუნდით მდგომარეობას. 10-ჯერ.
3. ამჯერად თავი მარჯვნივ მიმართეთ, გაჩერდით რამდენიმე წამს, შემდეგ კვლავ მოადუნეთ კუნთები და თავი მაღლა მიმართეთ. 10-ჯერ.
4. მთელი ძალისხმევით, ფრთხილად დაუშვით თავი დაბლა ისე, რომ ნიკაპით მკერდს
5. ფრთხილად გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან. კუნთების დატვირთვა რამდენიმე წამს გააგრძელეთ, შემდეგ მოდუნდით და დაუბრუნდით პირვანდელ მდგომარეობას.
6. ცხვირით დაწერეთ ციფრები 1-დან 10-მდე და პირიქით. 1-ჯერ.
თითოეული სავარჯიშო 3-4-ჯერ გაიმეორეთ და დროდადრო ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაზარდეთ.
პენი ლეინი