15 ნოემბერი, 2015
ზარმაცი სექსის მიზეზები და რატომ არ უნდა დაავალდებულოთ მამაკაცი
გავრცელებული მოსაზრებით მამაკაცებს ქალებისგან მხოლოდ სექსი უნდათ. ხანდახან შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ მამაკაცები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე სექსუალური მანიაკები არიან. იმაში საკამათო არაფერია, რომ ტესტოსტერონს დიდი ძალა აქვს და შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოქმედდეს. ფიქრობენ, რომ თუ მამაკაცი ქალის კაბის ქვეშ არ ძვრება, ის ნამდვილი მამაკაცი არ არის.

სინამდვილეში საბრალო კაცებს, არსებულ სტერეოტიპებზე ფეხის აწყობა უწევთ. კაცს დაკისრებული აქვს სხეულის ფორმაში მოყვანა, უნდა უქომაგოს ფეხბურთის გუნდს და მაგიდაზე ხელი აბრახუნოს. მამაკაცებს ხომ ბევრი ვალდებულება აკისრიათ: უნდა შეინახოს ოჯახი,
მეზობელს შეუთანხმდეს, დაკავდეს თქვენთან სექსით - გამუდმებით სტრესის ქვეშაა.

ალბათ გაინტერესებთ, რატომ ზარმაცობს კაცი სექსის დროს, თუ მისთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია. გაიხსენეთ მომენტი, როცა რაიმე დაგეზარათ და თუ ღამის 2 საათზე სურვილი გიჩნდებათ სექსით დაკავდეთ ის კი უარს ამბობს, რადგან დილით 6-ზე უნდა ადგეს, ნუ გამოხატავთ ისტერიულ ემოციებს.

ნუ განაწყენდებით და ნუ დაადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს, რადგან არავის მოსწონს, როცა ავალდებულებთ და თავს დამნაშავედ აგრძნობინებთ.
ფრაზა -"შენ ვალდებული ხარ" - ყველაზე დაგეშილ მამაკაცსაც შეაშინებს და სექსის სურვილს დააკარგვინებს. რადგან სექსი სწორედ ის პროცესია, როცა ვალდებული არ არის, მას უბრალოდ სურს.

ხოლო თუ თქვენს პარტნიორს შთააგონებთ, რომ სექსი ცოლ-ქმრული მოვალეობაა, ეს უფრო უკარგავს ინიციატივის გამოხატვის სურვილს.
დღეს ამ პრობლემით უამრავი წყვილი მიმართავს ფსიქოლოგებსა თუ სექსოლოგებს. მიზეზი კი ყოველთვის ერთია - ზედმეტად დიდი ვალდებულების დაკისრება და დადებითი ემოციების ნაკლებობა.

ამიტომ გაახარეთ და ასიამოვნეთ მამაკაცებს, რაც შეიძლება მეტი. ისინი ამას იმსახურებენ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Qალი
მდაა
01:46 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS