სინამდვილეში საბრალო კაცებს, არსებულ სტერეოტიპებზე ფეხის აწყობა უწევთ. კაცს დაკისრებული აქვს სხეულის ფორმაში მოყვანა, უნდა უქომაგოს ფეხბურთის გუნდს და მაგიდაზე ხელი აბრახუნოს. მამაკაცებს ხომ ბევრი ვალდებულება აკისრიათ: უნდა შეინახოს ოჯახი,
ალბათ გაინტერესებთ, რატომ ზარმაცობს კაცი სექსის დროს, თუ მისთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია. გაიხსენეთ მომენტი, როცა რაიმე დაგეზარათ და თუ ღამის 2 საათზე სურვილი გიჩნდებათ სექსით დაკავდეთ ის კი უარს ამბობს, რადგან დილით 6-ზე უნდა ადგეს, ნუ გამოხატავთ ისტერიულ ემოციებს.
ნუ განაწყენდებით და ნუ დაადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს, რადგან არავის მოსწონს, როცა ავალდებულებთ და თავს დამნაშავედ აგრძნობინებთ.
ფრაზა -"შენ ვალდებული ხარ" - ყველაზე დაგეშილ მამაკაცსაც შეაშინებს და სექსის სურვილს დააკარგვინებს. რადგან სექსი სწორედ ის პროცესია, როცა ვალდებული არ არის, მას უბრალოდ სურს.
ხოლო თუ თქვენს პარტნიორს შთააგონებთ, რომ სექსი ცოლ-ქმრული მოვალეობაა, ეს უფრო უკარგავს ინიციატივის გამოხატვის სურვილს.
დღეს ამ პრობლემით უამრავი წყვილი მიმართავს ფსიქოლოგებსა თუ სექსოლოგებს. მიზეზი კი ყოველთვის ერთია - ზედმეტად დიდი ვალდებულების დაკისრება და დადებითი ემოციების ნაკლებობა.
ამიტომ გაახარეთ და ასიამოვნეთ მამაკაცებს, რაც შეიძლება მეტი. ისინი ამას იმსახურებენ.
პენი ლეინი