მცენარეული კონიაკი
მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ღრმა,მაგრამ არასრულფასოვან ძილს მოგგვრით. ტვინი ჟანგბადის უკმარისობას განიცდის. კონიაკი თავდაპირველად აფართოებს სისხლძარღვებს, შემდეგ კი ავიწროებს.
თუ ალკოჰოლის მიღების სურვილი გაგიჩნდათ, უმჯობესია ყველთან ერთად ჭიქა ღვინით დაკმაყოფილდეთ. ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებს,
მოგიხსნით სპაზმებს, სისხლძარღვების დაძაბულობას. ყველი კი შეიცავს ტრიპტოფანის ამინომჟავას - ხელსუწყობს ღრმა ძილს.
ტკბილეული
ტკბილეული სწრაფად წევს სისხლში გლუკოზის შემცველობას, მოგვიანებით კი მოულოდნელად
ინდაურის ხორცი
აქამდე ცნობილი სასარგებლო და დიეტური ინდაურის ხორცი, შეიცავს ცილებს, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სადილზე მირთმეული ინდაურის ფილეც კი შესაძლოა ძალის გამოცლის მიზეზი გახდეს და ძილი მოგერიოთ. ამიტომ თუ ინდაურის ხორცი გიყვართ უმჯობესია მოამზადოთ ვახშმად.
ცომეული
ცომეული, ტკბილეულის მსგავსად სისხლში გლუკოზის შემცველობაზე მოქმედებს. შეიცავს წებოვან ნივთიერებას, რომელიც კუჭში სივდება. შედეგად ადამინს სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნება ეუფლება.
შემწვარი საკვები
ყველასთვის საყვარელი შემწვარი, ხრაშუნა კერძების გადასაუშავებლად ორგანიზმი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს.
ენერგიას შეგმატებთ პროდუქტი, რომელიც რკინის ნაკლებობას აგინაზღაურებთ: ვაშლი, ისპანახი, წიწიბურა, ჭარხალი, ლობიო, B1 და B12 ვიტამინით მდიდარი პროდუქტი - ბარდა, ნიგოზი, შვრია, ხორბალი, ბრინჯი, ზღვისპროდუქტები.
პენი ლეინი