ნეგატიური ენერგეტიკისგან სახლის გაწმენდის რიტუალი
ხახვი ყოველგვარ ნეგატიურ ენერგიას ისრუტავს.
რიტუალისთვის დაგჭირდებათ 3 თავი საშუალო ზომის ხახვი. ხახვი ყველა ოთახში გადაანაწილეთ, განსაკუთრებით ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ნეგატიური აურა.
მსხვილი ნემსის დახმარებით ხახვი წითელ ძაფზე დაკიდეთ.
აიღეთ ნემსი და გაუყარეთ ზემოდან ქვემოთ. ძაფი ხახვს გარშემო შემოხვიეთ. ჩამოკიდეთ ყველა ოთახში 7 დღის
ეს გაანეიტრალებს უარყოფით აურას, რომელიც თქვენს სახლში ბუდობს. ხახვი ასევე შეგიძლიათ გადააგდოთ წყალში, მდინარეში.
ხახვი ავი თვალისა და ჯადოს დასამარცხებლად
გაანთავისუფლეთ სახლი წყევლის, ჯადოს, შურისა და ავი თვალისგან. აიღეთ 4 თავი ხახვი, თითოეული გაჭერით შუაზე. ნემსით შემოახვიეთ ნაკურთხ წყალში დასველებული წითელი ძაფი.
წარმოსთქვით შემდეგი სიტყვები:
"როგორც ხახვი მოგადენს ცრემლს, ისე მოადინე მტერსა და ავის მსურველს. ჩემი ნემსი მტერს შებოჭავს. ხახვი დამიცავს, ამარიდებს ბოროტს, შეაგროვებს და მიიზიდავს ცუდს, ბოროტ ადამიანებს ძალას გამოაცლის. წითელი ძაფი ნეგატივს უკუაგდებს, სიწმინდით ამავსებს - ღვთის სახელით. ამინ".
ხახვი ოთახის ოთხ კუთხეში დადეთ და 3 დღეს გააჩერეთ. 3 დღის შემდეგ დაწვით ან წყალში გადააგდეთ.
ნუ შეგეშინდებათ ხახვის მძაფრი სუნის - ის დაგიცავთ არამარტო უარყოფითი ენერგეტიკისგან, არამედ მოსპობს მიკრობებს.
პენი ლეინი