13 ნოემბერი, 2015
ტიბეტელი ბერების 7 საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გაიღვიძებთ
1. დილას, გაღვიძებისთანავე, იწექით თვალდახუჭული 5 წუთს. დაიმასაჟეთ ყურები. საჩვენებელი, დიდი და საშუალო თითი მიიდეთ ყურთან და ამოძრავეთ ზევიდან ქვევით 30-ჯერ.

2. დაიდეთ მარჯვენა ხელისგული შუბლზე, დაიფარეთ მარცხენა ხელისგულით და კონცენტრირდით მესამე თვალზე. შუბლი დაიზილეთ ხელისგულებით მარჯვნიდან-მარცხნივ 30-ჯერ. (დაგეხმარებათ თავის ტკივილის დროს).

3. აუჩქარებლად დაწექით ზურგზე, ამოსუნთქვისას მკერდთან მიიტანეთ ჯერ მარჯვენა ფეხი - 15 ჯერ, შემდეგ ამდენჯერვე მარცხენა.

4. დაწოლილ მდგომარეობაში, რაც შეიძლება ძლიერად შეწიეთ და გამოწიეთ მუცელი - 30-ჯერ. ასე მოგიწესრიგდებათ მომნელებელი სისტემა.

5.
გამართეთ ფეხები და ხელები. ამოსუნთქვისას ფეხები წამოსწიეთ და თავთან მიიტანეთ, ჩასუნთქვისას კი დაუშვით. გააკეთეთ 10-ჯერ. აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას და საჭმლის გადამუშავების პროცესს. ასტიმულირებს ყველა ორგანოს.

6. ვარჯიშის შემდეგ დალიეთ ჭიქა წყალი (უმჯობესია 1-2 ჭიქა ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული).

7. გახსოვდეთ, ყველაფერი რასაც აკეთებთ, უნდა აკეთოთ სიამოვნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია საერთოდ არ გააკეთოთ.
ეს დავალებები გამოაღვიძებს თქვენს ორგანიზმს. მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად იქნებით და გაგანთავისუფლებთ სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS