13 ნოემბერი, 2015
სილამაზის იაპონური ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ - თაფლის, სახამებლისა და მარილისგან
სილამაზის იაპონური ნიღაბი კვებავს კანს, შესამჩნევად ამცირებს პიგმენტური ლაქების წარმოშობას, ჰმატებს კანს ჯანსაღ შეფერილობას.

ინგრედიენტები:

- 1 ჩაის კოვზი თაფლი;
- 1 ჩაის კოვზი სახამებელი;
- 1 ჩაის კოვზი მარილი.

აურიეთ თაფლი და სახამებელი და ერთგვაროვან მასად აქციეთ. დაუმატეთ დასრესილი ზღვის მარილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილით). აურიეთ.

თუ ძალიან მგრძნობიარე და მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს 1 კოვზი რძე დამატეთ.
ნიღაბი მზად არის, შეგიძლიათ წაისვათ რამდენიმე ფენად, ვიდრე მთელი მასა არ გათავდება.

ნიღაბი სახეზე 25 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ
ჩამოიბანეთ.

თუ უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლება, კანის წვას და გაღიზიანებას იგრძნობთ, ნიღაბი მაშინვე მოიშორეთ წყლით.

საუკეთესო ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ნიღაბი დღეგამოშვებით

გაიკეთოთ, 20 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში 10 ნიღაბი გამოგივათ.
ნიღაბი ჭიმავს სახის კანს, აჯანსაღებს, ჰმატევს სიგლუვესა და ბზინვარებას.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS